მიხეილ ჯანელიძე: საქართველოში შესაბამისი ვერტმფრენები დღის მეორე ნახევარში იქნება

მიხეილ ჯანელიძე: საქართველოში შესაბამისი ვერტმფრენები დღის მეორე ნახევარში იქნება

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ტელეკომპანია „იმედის” პირდაპირ ეთერში აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში პარტნიორი ქვეყნების დახმარებაზე ისაუბრა,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთ სამინისტრო ავრცელებს. 

„ძალიან აქტიურად, კოორდინირებულად მუშაობს როგორც შტაბი ადგილზე, ასევე სხვა უწყებები, პრემიერ-მინისტრის ჩართულობით შედგა რამდენიმე კომუნიკაცია ჩვენს მეზობლებთან. მინდა აღინიშნოს, რომ ჩვენი საელჩოების მეშვეობით პირდაპირ კონტაქტზე ვართ ჩვენს პარტნიორებთან, ვისაც შესაბამისი ტექნიკა გააჩნია და შედეგად უკვე დღის მეორე ნახევარში საქართველოში იქნება შესაბამისი თვითმფრინავები და ვერტმფრენები. თვითმფრინავებით დახმარებას გაგვიწევს უკრაინა და თურქეთი, ვერტმფრენით დაგვეხმარება აზერბაიჯანი, ასევე ველოდებით დახმარებას ირანისგან, რომელიც მზად არის ამ ეტაპზე ვერტმფრენებით დაგვეხმაროს“ - განაცხადა მინისტრმა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა საქართველოს ამ ეტაპზე ცოცხალი ძალის შესაბამისი რესურსი გააჩნია, საჭიროება არსებობს ავიაციის კუთხით და მოთხოვნაც ამ მიმართულებით გაიგზავნა. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით იმ ადამიანური რესურსით, რომელიც ქვეყანას გააჩნია და იმ ავიაციით, რომელიც სულ მალე საქართველოში შემოვა, მოხდება კრიზისულ სიტუაციასთან გამკლავება.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა აბასთუმანში სტიქიასთან მებრძოლ მეხანძრე-მაშველებს ხანძართან გამკლავება და მშვიდობა უსურვა.

მიხეილ ჯანელიძემ ასევე მადლობა გადაუხადა ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში ჩართულ ყველა მეხანძრე-მაშველს თავდადებისა და გმირობისთვის და პარტნიორ ქვეყნებს მხარდაჭერისა და დახმარებისთვის.

დედაქალაქის სასაფლაოების, შპს "ჰერმესის" ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

დედაქალაქის სასაფლაოების, შპს "ჰერმესის" ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

16 საათის წინ

როგორც „აიპრესს“ თბილისის მერიაში განიცხადეს, შპს „ჰერმესის“ ხელმძღვანელმა მიხეილ ძაგანიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ჯერჯერობით, რაიმე დამატებითი დეტალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თბილისის...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126