შაშკინი: რუსეთის იმპერია დაეცემა და საქართველო ტერიტორიების დაბრუნებისთვის მზად უნდა იყოს

შაშკინი: რუსეთის იმპერია დაეცემა და საქართველო ტერიტორიების დაბრუნებისთვის მზად უნდა იყოს

უკრაინული გადაცემა "გორდონის" სტუმარი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი 2009-2010 წლებში, დიმიტრი შაშკინი იყო, რომელიც გადაცემაში, საქართველოს განათლების რეფორმებისა და ქვეყნის თავდაცვის საკითხების, კერძოდ, 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის შესახებ საუბრობს.

წამყვანის შეკითხვაზე, დაიბრუნებს თუ არა საქართველო დაკარგულ ტერიტორიებს, დიმიტრი შაშკინი პასუხობს, რომ ეს აუცილებლად მოხდება.

"დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად დაიბრუნებს, თან ბევრად უფრო ადრე, ვიდრე სხვებს ჰგონიათ. რუსეთის იმპერია იძირება. აქ ათწლეულებზე არაა საუბარი, საუბარია რამდენიმე წელიწადზე. რუსეთის იმპერია დაეცემა და საქართველო მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ დაიბრუნოს საკუთარი ტერიტორიები", - აღნიშნავს შაშკინი.

ირაკლი კობახიძე: თეა წულუკიანის წინააღმდეგ ხელოვნური კამპანია მიმდინარეობს

ირაკლი კობახიძე: თეა წულუკიანის წინააღმდეგ ხელოვნური კამპანია მიმდინარეობს

7 საათის წინ

"პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ არის გარკვეული ხელოვნური კამპანია, რომელიც არის გაშლილი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ, სამწუხაროა რომ ასეთი კამპანიური მეთოდებით მოქმედებენ კონკრეტული მინისტრის წინააღმდეგ ის სუბიექტები, რომლებიც ასე...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212