ქართველმა მშვიდობის მყოფელებმა ავღანეთში მარიამობა აღნიშნეს

ქართველმა მშვიდობის მყოფელებმა ავღანეთში მარიამობა აღნიშნეს

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მყოფმა II ქვეითი ბრიგადის 23-ებატალიონის და ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეულის სამხედრო მოსამსახურეებმა მარიამობის დღესასწაული აღნიშნეს,- ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.   

სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბატალიონის კაპელანმა, მამა ზაზა სოსიაშვილმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მოწყობილ სალოცავში აღავლინა.

ღვთისმსახურებას II ქვეითიბრიგადის 23-ებატალიონის პირად შემადგენლობასთან ერთად, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული სხვადასხვა ეროვნების მარლთმადიდებლური აღმსარებლობის სამხედრო და სამოქალაქო პირებიც დაესწრნენ.

II ქვეითიბრიგადის 23-ებატალიონი „მტკიცემხარდაჭერის“ მისიას 2017 წლის აპრილიდან ასრულებს. ბატალიონის უმთავრეს ამოცანას ბაზის შიდა და გარეუსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

გერმანიის საელჩო გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის საზეიმო მიღებას გამართავს

გერმანიის საელჩო გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის საზეიმო მიღებას გამართავს

24 წუთის წინ

საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოვლენ გერმანიის ელჩის მოადგილე, დოქტორი პეტერ შალერი, გოეთეს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე საშა ფაბრი. ღონისძიების ფარგლებში, მიღების ოფიციალური ნაწილის შემდეგ გერმანიის ელჩის მოადგილე, დოქტორი პეტერ შალერი...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212