პრემიერი: პატრიარქი ყოველწუთს ლოცულობს ჩვენი ქვეყნის მშვიდობისთვის და გამთლიანებისთვის

პრემიერი: პატრიარქი ყოველწუთს ლოცულობს ჩვენი ქვეყნის მშვიდობისთვის და გამთლიანებისთვის

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს საქართველოსთვის ლოცვისთვის მადობა გადაუხადა.

„მინდა მოგილოცოთ მთელი გულით მარიამობის ულამაზესი დღესასწაული და გისურვოთ ერთიანობა, ბევრი სიხარული, ჩვენი ოჯახების , ქვეყნის გაძლიერება და გამთლიანება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენს პატრიარქს იმისთვის, რომ მან ილოცა სტიქიის ბედნიერად დასრულებისთვის. მისი ლოცვა-კურთხევით ჩვენ უმსხვერპლოდ დავასრულეთ ეს ძალიან რთული დღეები და გუშინდელი დღეც მადლობა ღმერთს რომ უმსხვერპლოდ დასრულდა, მხედველობაში მაქვს ვერტმფრენის კატასტროფა. მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო, რომ ყოველდღე ყოველწუთს ლოცულობს ჩვენი ქვეყნის მშვიდობისთვის და გამთლიანებისთვის. მთელი ერი მადლობელია მისი ამისთვის. მინდა ვუსურვო მას ჯანმრთელობა და დღეგრძელობა“,- განაცხადა პრემიერმა. 

სიონის საკათედრო ტაძარში მარიამობის სადღესასწაულო ლიტურგიას პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძ, თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე ესწრებოდნენ.

მართმადიდებელი სამყარო 28 აგვისტოს მარიამობის დღესასწაულს ზეიმობს.

გოცირიძე: "ოცნებას" სასაცილო წესი ჰქონია, სამდივნოს შეუძლია პარტიიდან ივანიშვილიც გარიცხოს

გოცირიძე: "ოცნებას" სასაცილო წესი ჰქონია, სამდივნოს შეუძლია პარტიიდან ივანიშვილიც გარიცხოს

12 საათის წინ

მისი თქმით, ეს ფაქტი ივანიშვილის დევნის კონტექსტში უნდა იყოს განხილული. "ქართულ ოცნებას ძალიან სასაცილო წესი ჰქონია. თურმე სამ კაცს შეუძლია პარტიიდან ნებისმიერი მისი წევრის გარიცხვა. ამის უფლება პარტიის ხუთკაციან სამდივნოს ჰქონია ხმათა...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126