პრემიერი: მადლობა პატრიარქს, რომ სტიქიის ბედნიერად დასრულებისთვის ილოცა

პრემიერი: მადლობა პატრიარქს, რომ სტიქიის ბედნიერად დასრულებისთვის ილოცა

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, ბორჯომში გაჩენილი ხანძრის დროს ლოცვისთვის მადლობა უხდის.

ამის შესახებ პრემიერმა სიონის საკათედრო ტაძარში მარიამობის სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელსაც პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე, თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე ესწრებოდნენ.

„მინდა მოგილოცოთ მთელი გულით მარიამობის ულამაზესი დღესასწაული და გისურვოთ ერთიანობა, ბევრი სიხარული, ჩვენი ოჯახების , ქვეყნის გაძლიერება და გამთლიანება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენს პატრიარქს იმისთვის, რომ მან ილოცა სტიქიის ბედნიერად დასრულებისთვის. მისი ლოცვა-კურთხევით ჩვენ უმსხვერპლოდ დავასრულეთ ეს ძალიან რთული დღეები და გუშინდელი დღეც მადლობა ღმერთს რომ უმსხვერპლოდ დასრულდა, მხედველობაში მაქვს ვერტმფრენის კატასტროფა. მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო, რომ ყოველდღე, ყოველწუთს ლოცულობს ჩვენი ქვეყნის მშვიდობისთვის და გამთლიანებისთვის. მთელი ერი მადლობელია მისი ამისთვის. მინდა ვუსურვო მას ჯანმრთელობა და დღეგრძელობა“,- განაცხადა პრემიერმა.

მართმადიდებელი სამყარო დღეს მარიამობის დღესასწაულს ზეიმობს.

გოცირიძე: ორი რამ მაოცებს - ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და ივანიშვილის საკადრო პოლიტიკა

გოცირიძე: ორი რამ მაოცებს - ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და ივანიშვილის საკადრო პოლიტიკა

1 საათის წინ

"დაამტკიცეს აჭარის მთავრობის ახალი მეათაური და ისევ გამახსენდა დიდი მსგავსება ჩემსა და იმანუელ კანტს შორის. იმას მაღლა ცაში ვარსკვლავებით მოჭედილი ცა აოცებდა და მორალური კანონები საკუთარ თავში. მეც ხომ მასავით ორი რამ მაოცებს:...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080