თავდაცვის მინისტრმა ბორჯომის ხეობაში მყოფ სამხედროებს მარიამობა მიულოცა

თავდაცვის მინისტრმა ბორჯომის ხეობაში მყოფ სამხედროებს მარიამობა მიულოცა

თავდაცვის მინისტრმა ბორჯომის ხეობაში სხვადასხვა ლოკაციაზე მყოფი სამხედროები მოინახულა. ლევან იზორიამ პატრულირებაში მყოფი სამხედროებისგან, ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მათ მარიამ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული მიულოცა,- ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

თავდაცვის მინისტრი გენშტაბის უფროსთან ერთად სხადასხვა სექტორზე გადანაწილებულ სამხედროებს პირადად ეწვია და ხილი და ტკბილეული მიართვა.

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით 1200 სამხედრო მოსამსახურის ნაცვლად ერთი ასეული რჩება, რომლებიც დამუშავებული ტერიტორიის პატრულირებას და მონიტორინგს ახდენენ.

23 სექტემბერს თელავში ანსამბლი "იალონი" კონცერტს გამართავს

23 სექტემბერს თელავში ანსამბლი "იალონი" კონცერტს გამართავს

1 საათის წინ

​ანსამბლი ,,იალონი" 2009 წლიდან აქტიურად ეწევა ქართული ტრადიციული საეკლესიო გალობისა და ხალხური, ქალაქური მუსიკის შესწავლა-პოპულარიზაციას. მოპოვებული აქვს სხვადასხვა სახის ჯილდოები როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გამოცემული...

USD 2.6193
EUR 3.0693
GBP 3.4651
TRY 0.4172