სააკაშვილი: ახალ ბრალდებას მიმზადებენ - საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადება

სააკაშვილი: ახალ ბრალდებას მიმზადებენ - საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადება

"საქართველოს ხელისუფლება, ბარიგებთან სრული კოორდინირებით, უკრაინაში ახალ ბრალდებებს მიმზადებენ - საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადება", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუქზე წერს.

"ისინი პოროშენკოს დაპირდნენ, რომ ბრალს 10 სექტემბრამდე წამიყენებენ. საქმე ისაა, რომ სახელმწიფო რესურსების გაფლანგვა, დამკრძალავი გვირგვინების ყიდვის სახით, ექსტრადაციის მიზნით დაკავებაზე ვერ "ქაჩავს", ხოლო პოროშენკოს, საზღვრის გადაკვეთის მერე, ჩემი დაკავებისთვის იურიდიული საფუძველი სჭირდება.

ისინი უკვე მიხვდნენ, რომ საზღვრის დარღვევას არ ვაპირებ, და მათ მიერ ნაჩქარევად მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც საზღვრის არალეგალურად გადაკვეთასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისგებას ითვალისწინებს, ჩემთან მიმართებაში ვერ გამოიყენებენ.

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა - ეს სუფთა პოლიტიკური მუხლია, რომელიც იმდენად სასაცილოა, რომ არავის დარჩება ეჭვი იმის შესახებ, რომ ყველა ეს საქმე ყალბია, თუმცა, როგორც ჩანს, ბარიგებისთვის, ყველა საშუალება კარგია", - წერს სააკაშვილი.

ვენესუელის ლიდერი სამ ქვეყანას მასზე თავდასხმის მომზადებაში ადანაშაულებს

ვენესუელის ლიდერი სამ ქვეყანას მასზე თავდასხმის მომზადებაში ადანაშაულებს

5 წუთის წინ

გავრცელებული ინფორმაციით, ვენესუელას "დამაჯერებელი მტკიცებულებები" აქვს ჩილეს, კოლუმბიისა და მექსიკის მონაწილეობის შესახებ, რომ ისინი სავარაუდოდ ტერორისტულ ორგანიზაციებს უჭერენ მხარს. თუმცა, ნიკოლას მადუროს თავდასხმის შესახებ...

USD 2.6226
EUR 3.0868
GBP 3.4416
TRY 0.4228