მერსი ტემბონი: საქართველოს ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას გავუწევთ

მერსი ტემბონი: საქართველოს ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას გავუწევთ

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგანგებო შტაბში, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორს სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონს შეხვდა. ტემბონის თქმით, ბანკი მზადაა, საქართველოს, ტყის ხანძრებთან დაკავშირებით, ფინანსური და ტექნიკური დახმარება აღმოუჩინოს.

"მსოფლიო ბანკში შეშფოთებული ვართ ამ უბედურებით და მზად ვართ, დახმარება გავუწიოთ საქართველოს, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის ფარგლებში. მსოფლიო ბანკში პროგრამა გვაქვს, რომელიც უშუალოდ ეხება გარემოსა და ტყეების დაცვას.

ჩვენ მზად ვართ, საქართველოს დავეხმაროთ როგორც კრიზისის, ასევე კრიზისის შემდგომ პერიოდში. საქართველოს გავუწევთ ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას. გარემოსდაცვითი სპეციალისტების ჯგუფი შეაფასებს არსებულ ვითარებას, რათა შემდგომ კონკრეტული გეგმა დავნერგოთ", - აცხადებს ტემბონი.

დიმიტრი ქუმსიშვილი: მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე

დიმიტრი ქუმსიშვილი: მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე

1 საათის წინ

"მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე - 100 წლის წინ 1918 წლის 26 მაისს საქართველო გამოცხადდა დამოუკიდებელ, დემოკრატიულ რესპუბლიკად და, ეს რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მიღწევა იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ უკვე მაშინ, გამომდინარე...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237