კორპორაცია Samsung- მა Galaxy Note8 წარადგინა (ვიდეო)

კორპორაცია Samsung- მა Galaxy Note8 წარადგინა (ვიდეო)

კორპორაცია Samsung- მა ახალი „სმარტფონი“ Galaxy Note8 წარადგინა. პრეზენტაცია ნიუ იორკში გაიმართა.

კომპანიის ინფორმაციით, სმარტფონს 6.3 დიუმიანი ეკრანი აქვს 1440 x 2960 პიქსელის რეზოლუციით და 18.5: 9-ის ასპექტის თანაფარდობით. მოწყობილობა მინისა და ლითონისგანაა დამზადებული, რომელსაც წყლის და მტვრისგან დაცვის IP68 სტანდარტი გააჩნია. Note8 ასევე აღჭურვილია რვა ბირთვიანი Exynos 8895 პროცესორით და 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით.

მოწყობილობის მთავარი ფუნქცია ორმაგი კამერაა. ორივე მოდულს აქვს 12 მეგაპიქსელიანი რეზოლუცია, რომელთაგან ერთ-ერთის ფართო კუთხეა f1.7 დიაფრაგმა და ორმაგი პიქსელის ავტოფოკუსი, ხოლო მეორის f2.4 დიაფრაგმით, რომელიც ორმაგ ზომას უზრუნველყოფს. ორივე მოდულს ოპტიკური სტაბილიზაცია გააჩნია. Samsung Galaxy Note8 ყვითელი, შავი და ლურჯი ვერსიით 2017 წლის სექტემბრის შუა რიცხვებიდან იქნება ხელმისაწვდომი.

ბრიტანელი მილიონერის 15 წლის ქალიშვილი აეროპორტში ნაყიდი სენდვიჩისგან გარდაიცვალა

ბრიტანელი მილიონერის 15 წლის ქალიშვილი აეროპორტში ნაყიდი სენდვიჩისგან გარდაიცვალა

25 წუთის წინ

ექიმების აზრით, ორგანიზმის რეაქცია ქუნჯუთის (ბალახოვანი მცენარე, რომლის თესლისგანაც ზეთს იღებენ - აიპრესი) თესლმა გამოიწვია, რომელიც სენდვიჩის პურის დაბრაწვისას მის ზედაპირზე კი არ იყო მოყრილი, არამედ პურის შიგნით და მისი შემჩნევა...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172