სტიქიის გამო, შუახევში 150-მდე ოჯახი ერთი წელია სარწყავი არხით ვერ სარგებლობს

სტიქიის გამო, შუახევში 150-მდე ოჯახი ერთი წელია სარწყავი არხით ვერ სარგებლობს

გასული წლის სტიქიურმა მოვლენებმა შუახევში სოფელ ცინარეთში 21 კმ სიგრძის სარწყავი არხი დააზიანა.

როგორც ადგილობრივები "აიპრესთან" ყვებიან, აღნიშნული არხით მეზობელი სოფლის მოსახლეობაც სარგებლობდა, დაახლოებით 150 ოჯახს ერთი წელია სარწყავი არხით ვეღარ სარგებლობს. ადგილობრივები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. 

„გაუსლ წელს ისე დაზიანდა ეს არხი, რომ მისი შეკეთება შეუძლებელი გახდა, ხალხი წყალს სარწყავად იყენებდა და სოფელში ეს წყალი ისევ თუ არ მოიყვანეს ფაქტიურად აქ ცხოვრება შეუძლებელი გახდება. წელს უნდა შეკეთებულიყო ეს არხი თუმცა სოფელი საკუთარი ძალებით ვერ მოახერხებდა. ცინარეთის მოსახლეობას აღარ აქვს სარწყავი წყალი და არამარტო ცინარეთის მოსახლეობას, აღნიშნული წყლით მეზობელი სფლის მოსახლეობაც სარგებლობდა. იყვნენ მოსული გამგბელი და მისი წარმომადგენლები, დაათვალიერეს და მათაც გვითხრეს, რომ მისი შეკეთება შეუძლებელია“, -  განაცხადა სოფელ ცინარეთის მკიდრმა ოთარ ცინარიძემ. 

როგორც შუახევის მუიციპალიტეტის გამგეობაში "აიპრესს" განუცხადეს მოსახლეობას აღნიშნული პრობლემა მალე მოუგვარდებათ, იგი 2018 წლის ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებში იქნება შეტანილი. 

„ჩვენ ვმუშაობთ წყლის პროექტზე, რომელიც 2018 წლის ინფრასტრუქტურულ ღონისძიებების ნუსხაში იქნება გათვალისწინებული. პროექტის მიხედვით წყლის ახალი მაგისტრალი გამოყვანილი იქნება ადრინდელი არხის სავალ ნაწილზე წაღებულია სარწყავი არხის სავალი ნაწილი. წყლის არსებულ ნაწილში გამოტარება კიდევ უფრო გააქტიურებს მეწყერულ პროცესებს. სპეციალისტების გათვლით სოფელში წყალი წყალგამტარი მილებით უნდა იქნეს გამოყვანილი“, - განაცხადა შუახევს გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ.

თელავში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

თელავში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

1 საათის წინ

შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.

USD 2.5779
EUR 2.9344
GBP 3.2752
TRY 0.4176