ბოსტონში, "სიტყვის თავისუფლების" მარშზე 27 ადამიანი დააკავეს

ბოსტონში, "სიტყვის თავისუფლების" მარშზე 27 ადამიანი დააკავეს

ბოსტონის პოლიციამ, "სიტყვის თავისუფლების" მარშზე 27 ადამიანი დააკავა. აღნიშნულის შესახებ, ქალაქის პოლიციის სამმართველოს უფროსმა უილიამ ევანსმა განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი დაკავებული შეიარაღებული იყო. ამასთან, ბოსტონის მერმა მარტი უოლშმა მარშის მონაწილეებსა და მათ მოწინააღმდეგეებს მადლობა გადაუხადა იმის გამო, რომ ყველაფერი შეტაკებების გარეშე განხორციელდა.

"მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დღეს აქ მოვიდა და ასეთი პოზიტიური მანერით საკუთარი შეხედულება დააფიქსირა", - აცხადებს მერი.

ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელმა უილიამ ევანსმა კი განაცხადა, რომ შეკრებილთა 99% სამართლიანი საქმისთვისა და სიძულვილისა და ფანატიზმის წინააღმდეგ გამოვიდა.

ცნობისთვის, ბოსტონში გამართულ მიტინგზე "სიტყვის თავისუფლებისთვის", მემარჯვენე ორგანიზაციების მოკავშირეები გამოვიდნენ.

პუტინმა ჰელსინკში ტრამპთან დაგეგმილ შეხვედრაზე დააგვიანა

პუტინმა ჰელსინკში ტრამპთან დაგეგმილ შეხვედრაზე დააგვიანა

4 წუთის წინ

საპრეზიდენტოი სასახლეში პუტინის მისვლა ადგილობრივი დროით 13:00 საათზე იგეგმებოდა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი ჯერ არ ჩასულა. რუსეთის ლიდერი უკვე ფინეთში იმყოფება, მაგრამ პუტინის თვითმფრინავი ნახევარი საათის დაგვიანების შემდეგ...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040