ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: გარდაუვალი საფრთხე არ არსებობს

ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: გარდაუვალი საფრთხე არ არსებობს

ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ხუან იგნაიო სოიდომ განაცხადა, რომ ბარსელონაში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი ტერორისტული დაჯგუფების განეიტრალება მოხდა. ინფორმაციას გამოცემა El Pais ავრცელებს.

უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, ხელისუფლება კატალონიაში მომხდარი ინციდენტების გამოძიებას აგრძელებს.

"შეგვიძლია ტერორისტული საფრთხის დონე შევაფასოთ და განვაცხადოთ, რომ დაჯგუფება განეიტრალებულია“,-აღნიშნა მინისტრმა.

იგნასიო სოიდოს თქმით, ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ რეგიონში ტერორისტული საფრთხის დონე მაქსიმუმამდე არ გაიზრდება. მისი განმარტებით, უწყებამ ანალიზის შედეგად დაასკვნა, რომ „გარდაუვალი საფრთხე არ არსებობს".

ცნობისთვის, ბარსელონის ტურისტულ ცენტრ რამბლაში ფურგონი ფეხით მოსიარულეთა ბულვარში შევარდა და 500 მეტრზე მეტი გაიარა, რის შედეგადაც დაიღუპა 13 ადამიანი, ხოლო 100-ზე მეტი დაშავდა. ხელისუფლებამ მომხდარს ტერაქტი უწოდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

თეთრი სახლის პრესმდივანს რესტორანი დაატოვებინეს

თეთრი სახლის პრესმდივანს რესტორანი დაატოვებინეს

30 წუთის წინ

"მე ზრდილობიანად წამოვედი" - წერს სანდერსი. "მისი საქციელი მასზე ბევრად უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ჩემზე. მე ყოველთვის ვცდილობ ადამიანებს პატივისცემით მოვექცე, თუნდაც რომ არ ვეთანხმებოდე მათ და ასე ვაპირებ განვაგრძო", - დაამატა პრესმდივანმა...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207