სენატორ ჯონ მაკკეინს ქიმიოთერაპიის პირველი კურსი ჩაუტარდა

სენატორ ჯონ მაკკეინს ქიმიოთერაპიის პირველი კურსი ჩაუტარდა

ამერიკელ სენატორ ჯონ მაკკეინს დასხივებისა და ქიმიოთერაპიის პირველი კურსი ჩაუტარდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. 

"მადლობა Mayo Clinic-ის გუნდს. ჩვენ ვაფასებთ ყველაფერს, რასაც თქვენ აკეთებთ",-წერს ამერიკელი სენატორი მიკრობლოგ "ტვიტერზე" და მადლობას უხდის იმ ექიმებს, რომლებიც მათთან ერთად მუშაობენ. 

როგორც ცნობილია, ექიმებმა სენატორს რესპუბლიკური პარტიიდან, ჯონ მაკკეინს თვალზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ქსოვილების ანალიზმა აჩვენა, რომ მაკკეინს ტვინის სიმსივნე აქვს, რომელიც ცნობილია, როგორც გლიობლასტომა. გლიობლასტომა თავის ტვინის სიმსივნის ყველაზე ხშირი ფორმაა, რომელიც მაღალი ლეტალობით ხასიათდება.

25 ივლისს, რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზის დასმისა და ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, კონგრესში საჯაროდ პირველად გამოჩნდა. მის გამოჩენას კონგრესში აპლოდისმენტებით შეხვდნენ. 

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოკორეელები გარედან ზეწოლას ებრძვიან

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოკორეელები გარედან ზეწოლას ებრძვიან

1 საათის წინ

"ყველაზე რთულ და მძიმე პირობებში ისინი სასწაულების ისტორიას წერენ", - განაცხადა მან. კიმ ჩენ ინის თქმით, რიგი ქვეყნები, შემზღუდავი ზომების დაწესებით, "ჩრდილოეთ კორეას განვითარების გზაზე სირთულეებს უქმნიან." ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ...

USD 2.5779
EUR 2.9344
GBP 3.2752
TRY 0.4176