შსს-მ 12 კილო და 900 გრამი კოკაინი, 1 კილო და 792 გრამი ჰეროინი და 1820 აბი "ტრამადოლი" გაანადგურა

შსს-მ 12 კილო და 900 გრამი კოკაინი, 1 კილო და 792 გრამი ჰეროინი და 1820 აბი "ტრამადოლი" გაანადგურა

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული, სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალებები: 12 კილო და 900 გრამი კოკაინი, 1 კილო და 792 გრამი ჰეროინი, 1343 აბი „სუბუტექსი“, კოდეინის შემცველი 2863 აბი, 14 კილო და 425 გრამი კანაფი, 14 კილო და 456 გრამი მარიხუანა, 25,6 გრამი მეტადონი, 797 აბი „მდმა“, 1820 აბი „ტრამადოლი“, ასევე, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ახალი ტექნოლოგიით, მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურა.

სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ საშუალებებს სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, 3 თვეში ერთხელ ანადგურებენ.

ნარკოტიკების განადგურების პროცესს, შსს-ს თანამშრომლებთან ერთად, მთავარი პროკურატურის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"კოპიტნარის" აეროპორტში 40 აბი "ბუპრენორფინის" შემცველი"სუბოტექსის" შემოტანისთვის 1 პირი დააკავეს

"კოპიტნარის" აეროპორტში 40 აბი "ბუპრენორფინის" შემცველი"სუბოტექსის" შემოტანისთვის 1 პირი დააკავეს

24 წუთის წინ

"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქ. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080