გერმანიაში, ქალებისა და კაცების შრომის ანაზღაურებაში სხვაობა 22% -ია

გერმანიაში, ქალებისა და კაცების შრომის ანაზღაურებაში სხვაობა 22% -ია

გერმანიაში 2017 წელს ჩატარებული მედია კვლევებით დადგინდა, რომ ქალებისა და კაცების შრომის ანაზღაურებაში სხვაობა 22% -ია. ინფორმაციას ამის შესახებ გერმნული გამოცემა FINANZEN100.DE ავრცელებს.

გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 4-5 წლის ასაკის ბიჭებს, ანალოგიური ასაკის გოგონებთან შედარებით, 20%-ით მეტი ფულადი საჩუქრები და ჯიბის ფული აქვთ. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, 4-5 წლის ასაკის ბიჭები თვეში 20,09 ევროს ფულად საჩუქრებს და/ან ჯიბის ფულს იღებენ, გოგონებში კი ეს მაჩვენებელი 16,82 ევროს ტოლია.

სხვაობა, მართალია, თანდათანობით მცირდება, მაგ., დაბალ კლასებში თვეში 32,81ევროა და 30,47 ევროს წინააღმდეგ ანუ 8%-ია, ხოლო 10-13 წლის ასაკის მოსწავლე ბიჭებსა და გოგონებში შესაბამისად, 54,50 და 52,14 ევრო ანუ 5%-ია, მაგრამ...

სტატისტიკის ფედერალური ბიუროს მონაცემების თანახმად, მოზრდილი ასაკის დასაქმებულები კაცების და ქალების შრომის ანაზღაურებაში სხვაობა 22%-ია. ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ქალები, ხშირად, მუშაობენ არასრულ სამუშაო დღის განმავლობაში, დეკრეტულ შვებულებაში გადიან და სხვა ამდაგვარი, თუმცა ერთნაირი სამუშაო ადგილის და კვალიფიკაციის შემთხვევაშიც მამაკაცის შრომის ანაზღაურება ქალისას 6%-ით სჭარბობს.

ინფორმაცია ქართულ ენაზე დაამუშავა რაულ კაპანაძემ.

პუტინი: ეჭვი მაქვს, უკრაინა NATO-ს წევრი გახდება

პუტინი: ეჭვი მაქვს, უკრაინა NATO-ს წევრი გახდება

1 საათის წინ

"NATO არა მარტო რუსეთის საზღვრებთან მოვიდა, არამედ ჩვენ ეჭვი გაგვიჩნდა, რომ უკრაინა მათი წევრი ქვეყანა გახდება", - აღნიშნა პრეზიდენტმა. მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოსკოვის ინტერესებს პატივი უნდა სცენ. ასევე, აღნიშნა, რომ NATO-ს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237