"ლოკომოტივი" და "ტორპედო" შეწყვეტილი მატჩის 7 წუთს ხვალ ითამაშებენ

"ლოკომოტივი" და "ტორპედო" შეწყვეტილი მატჩის 7 წუთს ხვალ ითამაშებენ

ეროვნული საფეხბურთო ლიგა 1-ის მატჩი, თბილისის "ლოკომოტივსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის, ხვალ დასრულდება.

ამ გუნდების დაპირისპირება, 11 აგვისტოს, მატჩის მთავარმა არბიტრმა 83-ე წუთზე შეწყვიტა, რადგან ტრიბუნებზე ქუთაისელი გულშემატკივარი "ლოკომოტივის" ქომაგს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ამასთან, იმერლებმა მოედანზე ასაფეთქებელი პიროტექნიკაც ისროლეს, რის შემდეგაც გიორგი ყრუაშვილმა თამაშის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ვინაიდან თამაში 83-ე წუთზე შეწყდა, რა დროსაც თბილისელები ირაკლი სიხარულიძის გოლით 2:0 იგებდნენ "ტორპედოსთან", თამაში სწორედ ამ დროიდან გაგრძელდება და გუნდები მხოლოდ 7 წუთს ითამაშებენ.

რაც შეეხება მომხდარს, ამასთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი 15 აგვისტოს იმსჯელებს. 

თამაში, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე 18:30 საათზე დაიწყება და მაყურებლების გარეშე ჩატარდება. 

ევროპის ლიგაზე "სამტრედია" კანკავას და კვეკვესკირის გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს

ევროპის ლიგაზე "სამტრედია" კანკავას და კვეკვესკირის გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს

5 საათის წინ

წილისყრაზე, ქართული გუნდებიდან განთესილი მხოლოდ თბილისის "დინამო" იყო, რომელსაც მეტოქედ სლოვაკური "დუნაისკა სტრედა" შეხვდა. თბილისელები, პირველ დაპირისპირებას, სლოვაკეთში, 12 ივლისს გამართავენ, ხოლო 19 ივლისს, განმეორებითი მატჩი...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172