წიკლაური: ივანიშვილი და მისი მთავრობა გადაიქცნენ საერთაშორისო მასშტაბის კრიმინალურ დაჯგუფებად

წიკლაური: ივანიშვილი და მისი მთავრობა გადაიქცნენ საერთაშორისო მასშტაბის კრიმინალურ დაჯგუფებად

"დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს მინისტრ მღებრიშვილის ხმის ექსპერტიზა და დადგინდეს ჩანაწერის ავთენტურობა. ახლა ეს უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკოსების მთავარი მოთხოვნა", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელში წერს.

"მღებრიშვილის უარი ხმის ნიმუშის ექსპერტიზაზე პირდაპირ დაადასტურებს გამოქვეყნებული საუბრის ნამდვილობას და მინისტრის ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებას, რაც საერთაშორისო ყურადღების და განგაშის საგნად უნდა გადავაქციოთ.

არავითარი ეჭვი არ არის, რომ ქართული სახელმწიფოს წარმომადგენლები სახელმწიფო დონეზე მსჯელობენ პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკურ დევნაზე და უკანონო გზებით ცდილობენ მის ჩამოშორებას.

ამ ჩანაწერშიც კარგად გამოჩნდა, რომ ივანიშვილის მთავრობა წულუკიანის პირით ვითომცდა ითხოვს პრეზიდენტის გადმოცემას, რეალურად კი სააკაშვილის საქართველოში გამოჩენას მორყეული რეჟიმისთვის დასასრულის დასაწყისად მიიჩნევს.

ასეთი საუბრები რეალურად ნათელყოფს, რომ ივანიშვილი და მისი მთავრობა გადაიქცნენ საერთაშორისო მასშტაბის კრიმინალურ დაჯგუფებად, რომელიც საფრთხეს უქმნის სტაბილურობას და რომლის შეჩერება არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ამოცანა უნდა გახდეს", - წერს ნუგზარ წიკლაური facebook-ში.

ცნობისთვის,  შსს-ში "აიპრესთან" არ ადასტურებენ უკრაინის შს მინისტრსა და საქართველოს შსს მინისტრს შორის სატელეფონო საუბარს.

გვრამია: მერაბიშვილის საქმეს არ ვიცნობ, მაგრამ ვიძახი რომ პოლიტიკური პატიმარია, ასევე უნდა ვთქვა კვირიკაშვილზე

გვრამია: მერაბიშვილის საქმეს არ ვიცნობ, მაგრამ ვიძახი რომ პოლიტიკური პატიმარია, ასევე უნდა ვთქვა კვირიკაშვილზე

22 წუთის წინ

გვარამია ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში ობიექტური გამოძება არ ჩატარებულა, ასევე იქნება ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის შემთხვევაში.  „პირადად მე აბსოლუტურად გულგრილად ვუყურებ. კვირიკაშვილი ჩემთვის არავინ არ არის, და...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080