ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტში  თვითმმართველობის არჩევნებზე  84 საარჩევნო უბანი გაიხსნება

ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის არჩევნებზე 84 საარჩევნო უბანი გაიხსნება

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ხულოსა და ქედაში სულ 84 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ინფორმაცია „აიპრესს“ საარჩევნო კომისიის თვმჯდომარეებმა მიაწოდეს.

როგორც "აიპრესს" ხულოს 84-ს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ნოდარ მელაძემ განუცხადა, ხულოს 84-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში 53 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

მისივე თქმით, 15 ივლისის მონაცემებით, 23 ათას 960 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 53 უბნიდან მხოლოდ 13 უბანია ადაპტირებული, აქედან წარმომადგენლობით ორგანოში 9 მაჟორიტარული ოლქია და 15 პროპორციული წესით არჩეული. 

ქედის 82-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ალი ნააშიძის ინფორმაციით, ქედის 82-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ივლისის მონაცემებით, 15 632 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მუნიციპალიტეტში სულ 31 საარჩევნო უბანი გაიხსნება, საიდანაც 23 უბანი ადაპტირებულია. 

ტყიბულში, სადაც მეშახტეები აქციას მართავენ, ქალაქის მერი მივიდა

ტყიბულში, სადაც მეშახტეები აქციას მართავენ, ქალაქის მერი მივიდა

15 წუთის წინ

მეშახტეები განმარტავენ რომ საპროტესტო აქციებს იქამდე არ შეწყვეტენ ვიდრე ადმინისტრაციაში არ დაინიშნებიან მათთვის სასურველი კადრები.

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080