თბილისის მერიის თასზე გამარჯვებული დღეს გამოვლინდება

თბილისის მერიის თასზე გამარჯვებული დღეს გამოვლინდება

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები დღეს თბილისის მერიის თასზე ჩეხეთის ნაკრებთან განმეორებით მატჩს ჩაატარებს. 

ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში ილიას ზუროსის გუნდს მეტოქეობას ამჯერად ჩეხეთის ნაკრები უწევს და გამარჯვებული 2 მატჩის ჯამში უნდა გამოვლინდეს.

პირველი დაპირისპირება, საქართველოს ნაკრებმა 87:76 მოიგო და თუკი დღეს, ტურნირის მეორე და დასკვნით მატჩში 11-ქულიან უპირატესობას შეინარჩუნებს, თბილისის მერიის თასს დაეპატრონება. 

ილიას ზუროსის გუნდმა, თბილისის მერიის თასამდე რამდენიმე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და შეკრებაც გაიარა. ნაკრების თავკაცის განმარტებით, ევრობასკეტამდე ყველა თამაში მნიშნველოვანია და მოსამზადებელ ეტაპს ემსახურება.

ევრობასკეტი სტარტს 31 აგვისტოს აიღებს და 17 სექტემბერს დასრულდება. 

ევროპის ლიგაზე "სამტრედია" კანკავას და კვეკვესკირის გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს

ევროპის ლიგაზე "სამტრედია" კანკავას და კვეკვესკირის გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს

5 საათის წინ

წილისყრაზე, ქართული გუნდებიდან განთესილი მხოლოდ თბილისის "დინამო" იყო, რომელსაც მეტოქედ სლოვაკური "დუნაისკა სტრედა" შეხვდა. თბილისელები, პირველ დაპირისპირებას, სლოვაკეთში, 12 ივლისს გამართავენ, ხოლო 19 ივლისს, განმეორებითი მატჩი...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172