შსს: უკრაინის შს მინისტრსა და გიორგი მღებრიშვილს შორის სატელეფონო საუბარი არ შემდგარა

შსს: უკრაინის შს მინისტრსა და გიორგი მღებრიშვილს შორის სატელეფონო საუბარი არ შემდგარა

შსს-ში "აიპრესთან" არ ადასტურებენ უკრაინის შს მინისტრსა და საქართველოს შსს მინისტრს შორის სატელეფონო საუბარს. 

"მსგავსი სატელეფონო საუბარი საერთოდ არ შემდგარა, არც უკრაინის შს მინისტრთან და არც სხვა პირთან, ზოგადად, იმის დაშვებაც კი, რომ ორი ქვეყნის შს მინისტრები სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ არადაცული სატელეფონო კავშირის მეშვეობით, არასერიოზულია",- განცახადეს "აიპრესთან" შს სამინისტროს პრესსამსახურში. 

თუმცა, "აიპრესი"-ს კითხვაზე, გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებთ დაიწყო თუ არა გამოძიება, შსს-ში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე ამ საკითხზე კომენტრს არ გააკეთებენ.

ცნობისთვის, youtube.com-ზე გავრცელდა აუდიო ჩანაწერი, სადაც რუსი პრანკერები ამბობენ, რომ თითქოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს უკრაინის შს მინისტრის არსენ ავაკოვის სახელით დაურეკეს. 

გავრცლებულ აუდიო ჩანაწერში უკრაინელმა კოლეგამ გიორგი მღებრიშვილს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადაცია შესთავაზა. ჩანაწერში საქართველოს შს მინისტრმა კი, უპასუხა, რომ მიხეილ სააკაშვილი ავანტიურისტია და მისი საქართველოში ექსტრადირება არ სურთ. 

ბთუმში, გუშინ ღამით, 4 მაღაზია გაქურდეს

ბთუმში, გუშინ ღამით, 4 მაღაზია გაქურდეს

1 საათის წინ

 როგორც დაზარალებულები აცხადებენ პოლიციამ უკვე შეისწავლა სავაჭრო ობიექტებთან დამონტაჟებული ვიდეო კამერები, მძარცველები სავარაუდოდ არასრულწლოვანთა ჯგუფია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინდორმაციით ფაქტზე გამოძიება 177 მუხლით დაიწყო, რაც...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080