შვედეთში, ერთ-ერთ კლუბში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა - დაშავებულია 3 ადამიანი

შვედეთში, ერთ-ერთ კლუბში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა - დაშავებულია 3 ადამიანი

შვედეთის სამხრეთით, ქალაქ მალმიოში ერთ-ერთ კლუბში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. ინფორმაციას ქალაქის პოლიცია ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტის ადგილზე სასწრაფო დახმარების ავტომობილები და პოლიციის თანამშრომლებია მობილიზებული.

როგორც ადგილობრივი გამოცემა Svenska Dagbladets წერს, სროლის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი, 20 და 25 წლის მძიმედ დაშავდა. მესამე დაშავებული- მოზარდია, რომელსაც "მცირე დაზიანებები" აღენიშნება.

ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის ან იორანსონის თქმით, ამ დროისთვის პოლიცია თვითმხილველებს კითხავს. თავდასხმის მოტივი და სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

გამოკითხვა: პუტინთან შეხვედრის შემდეგ კრიტიკის მიუხედავად, ტრამპის რეიტინგი გაიზარდა

გამოკითხვა: პუტინთან შეხვედრის შემდეგ კრიტიკის მიუხედავად, ტრამპის რეიტინგი გაიზარდა

7 წუთის წინ

WSJ / NBC News- ის უახლესი კვლევის მიხედვით, ამერიკელების 45% აშშ-ს პრეზიდენტის მუშაობით კმაყოფილია, რაც საპრეზიდენტო ვადის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, 1% -ით მეტია, ვიდრე ივნისში. გამოკითხვა 15 ივლისს, პუტინთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080