ბარაკ ობამა აშშ-ში მომხდარ არეულობას ნელსონ მანდელას ციტატით გამოეხმაურა

ბარაკ ობამა აშშ-ში მომხდარ არეულობას ნელსონ მანდელას ციტატით გამოეხმაურა

აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი, ბარაკ ობამა ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილში ულტრამემარჯვენეებსა და მათ ოპონენტებს შორის მომხდარ შეტაკებას მიკრობლოგ „ტვიტერზე“ გამოეხმაურა.

პოლიტიკოსმა მიმდინარე მოვლენების შეფასებისას სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტის, ნელსონ მანდელას ცნობილი ციტატა გაიხსენა.

„არავინ იბადება მეორე ადამიანის მიმართ სიძულვილით მისი კანის ფერის, წარმომავლობის, ან რელიგიის გამო. სიძულვილს ადამიანები სწავლობენ და თუ ამის სწავლა შეუძლიათ, უნდა ვეცადოთ სიყვარული ვისწავლოთ, რადგან სიყვარული უფრო ახლოს არის ადამიანის გულთან. ნელსონ მანდელა“,-წერს ობამა „ტვიტერზე“.

12 აგვისტოს, აშშ-ში, ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილში  ულტრამემარჯვენეების საპროტესტო აქციაზე მათ ოპონენტებთან შეტაკებები მოხდა. არეულობების შედეგად, 35 ადამიანი დაშავდა. ინციდენტის დროს, ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი აქციის მონაწილეებს დაეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. მძღოლი დააკავეს. პოლიციამ არეულობასთან დაკავშირებით სამი ადამიანი დააკავა.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა  ძალადობა დაგმო და მათ ნებისმიერი შეტაკებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.

Starbuks- ი აშშ-ის ტერიტორიაზე 150 ყავის სახლის დახურვას გეგმავს

Starbuks- ი აშშ-ის ტერიტორიაზე 150 ყავის სახლის დახურვას გეგმავს

4 საათის წინ

კომპანიის განმარტებით, დაგეგმილი ღონისძიებები მიზნად ისახავს გაყიდვების დონის გაზრდას, აგრეთვე აქციონერებისთვის სარგებლის მიღებას. ოპტიმიზაციის ფარგლებში, ყველაზე ნაკლებად მომგებიანი ყავის სახლები დაიხურება იმ ადგილებში, სადაც Starbucks-ის...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172