ირმა ინაშვილმა შესაძლოა, თბილისის მერობაზე იყაროს კენჭი

ირმა ინაშვილმა შესაძლოა, თბილისის მერობაზე იყაროს კენჭი

ამის შესახებ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრმა, გოჩა თევდორაშვილმა "იმედთან" განაცხადა. 

მისი თქმით, ხვალ პოლიტსაბჭოს სხდომა ჩატარდება, სადაც საბოლო გადაწყვტილებას მიიღებენ, ვინ იქნება პარტიიდან დედაქალაქის მერობის კანდიდატი. 

"ამჟამად "საქართველოს პატრიოტთა ალიანსში" თბილისის მერობის 4 კანდიდატი განიხილება. ორშაბათს პოლიტსაბჭოს სხდომა ტარდება, საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით კანდიდატურაზე და სამშაბათს წარვადგენთ თბილისის მერობის კანდიდატს. იმ 4 კანდიდატს შორის, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, არის პარტიის გენერალური მდივნის, ირმა ინაშვილის კანდიდატურა.

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში, 73-ივე საარჩევნო ოლქში მერობის კანდიდატით წარსდგება თვითმმართველობის არჩევნებში", - განაცხადა გოჩა თევდორაშვილმა . 

თეა წულუკიანი: პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქნები თუ არა, არ ვიცი

თეა წულუკიანი: პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქნები თუ არა, არ ვიცი

1 საათის წინ

 როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვებისთვის, პატარა კენჭი დადო "ქართული ოცნების" ლურჯი დროშის ქვეშ. "მე საიდან ვიცი, თქვენ და ძალიან ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ყველა კითხვაზე ვიცი პასუხი და აქვთ ეჭვი...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172