22 შვილიშვილი, 44 შვილთაშვილი და 65 წელი ერთად - 84 წლის წყვილის საქორწინო იუბილე

22 შვილიშვილი, 44 შვილთაშვილი და 65 წელი ერთად - 84 წლის წყვილის საქორწინო იუბილე

ხულოში, სოფელ ძმაგულაში წყვილს ერთად თანაცხოვრების 65 წლის იუბილე შეუსრულდათ. ვასილ მახარაძე და ნადია მუშამბაძე შვილთან, რძალსა და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობენ. წყვილი 84 წლისაა და 19 წლის ასაკში გარიგებით იქორწინეს.

მათ ხუთი შვილი, 22 შვილიშვილი, 44 შვილთაშვილი და 4 შვილთა შვილის შვილი ყავთ.

წყვილმა 65 წლის თანაცხოვრებისას ბევ სიხარულთან ერთად დიდი ტკივილიც გამოარა, მათ ორი შვილი დაეღუპათ . ერთი ბიჭი 6 წლის ასაკში, ხოლო გოგო 47 წლის ასაკში დაეღუპათ. 

ვასილ მახარძე "აიპრესთა" ყვება, რომ  ყველა დაბრკოლება და სიხარული ერთად გამოიარეს, ერთმანეთის თნადგომით გადაიტანეს ყველაფერი. 

„ურთიერთშორის გაგებითა და ურთიერთობის კმაყოფილებით ვართ. ცხოვრებაში იყო ბნელი დღეებიც, მაგრამ ჩვენი მხარში დგომა ანათებდა ამ დღეებს და ვულამაზებთ 65 წელია ერთმანეთს ცხოვრებას. ჩვენ დროს სიყვარული არ იყო, გარიგებით ვიქორწინეთ, პატარა და მოკრძალებული ქორწილი გვქონდა".

"აიპრესთან" ვასილ მახარაძის და ნადია მუშამბაძის შვილიშვილი, ნინო მახარაძე ამბობს, რომ  "ბებია-ბაბუას უსაზღვრო სიყვარული გააჩნიათ, ერთმანეთს არასდროს ტოვებენ. თუ მიდიან ერთად მიდიან ყველგან, სულ ერთად არიან. ბაბუმ მასწავლა, რომ შეგიყვარდება შვილო მთელი ცხოვრება უნდა გიყვარდეს და არ უნდა უღალატო, ხომ ხედავ, არც მე ვღალატობ ჩემს პირველ სიყვარულსო“. 

ტყიბულში, სადაც მეშახტეები აქციას მართავენ, ქალაქის მერი მივიდა

ტყიბულში, სადაც მეშახტეები აქციას მართავენ, ქალაქის მერი მივიდა

26 წუთის წინ

მეშახტეები განმარტავენ რომ საპროტესტო აქციებს იქამდე არ შეწყვეტენ ვიდრე ადმინისტრაციაში არ დაინიშნებიან მათთვის სასურველი კადრები.

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080