იმერეთში, მთის დღესასწაულზე შეკრებილები, მეუფე ანტონმა და მეუფე თეოდორემ დალოცა

იმერეთში, მთის დღესასწაულზე შეკრებილები, მეუფე ანტონმა და მეუფე თეოდორემ დალოცა

იმერეთში მთის დღესასწაული აღნიშნეს. ბაღდათი ადიგენის ადმინისტრაციულ საზღვარზე დღეს მთის დღესასწაული ორივე მუნიციპალიტეტმა ერთად აღნიშნა. დღესასწაულს მოწვეული სტუმრები, ტურისტები და ადგილობრივები ესწრებოდნენ. ადგილზე ორივე მხარის ეთნო კუთხე იყო წარმოდგენილი როგორც, რეწვის და ხელნაკეთი ნიმუშებით ასევე სამზარეულოთი.

მთის დღესასწაული ზღვის დონიდან 2200 მეტრზე ე.წ წითელ მინდვრებზე აღინიშნა. აღნიშნულ ღონისძიებას, იმერეთის მხარის გუბერნატორთან და ბაღდათის გამგებელთან ერთად, ვანი-ბაღდათის ეპარქიის წინამძღვარი მეუფე ანტონი და სამცხე ჯავახეთის ეპარქიის მმართველი მეუფე თეოდორეც ესწრებოდნენ. მათ დღესასწაულზე შეკრებილები დალოცეს და ადგილზე ორივე მუნიციპალიტეტის მერ წარმოდგენილ ეთნო კუთხეებსაც გაეცვნენ.

აღნიშნული ღონისძიება გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან იღებს სათავეს. გარკვეული პერიოდი აღარ აღინიშნებოდა. ტრადიცია 2015 წელს აღდგა და ბაღდათსა და ადიგენს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსაც მოეწერა ხელი.

ხულოში 4 სოფლის 400-მდე აბონენტს დენი ორი დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდა

ხულოში 4 სოფლის 400-მდე აბონენტს დენი ორი დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდა

12 საათის წინ

როგორც ენერგო პრო-ჯორჯიას წარმომადგენელმა "აიპრესს"განუცხადა დენი საღამოს ავარიულად გამოირთო რის მიზეზიც მოქალაქის მიერ უნებართვოდ მოჭრილი ხე გახლდათ რომელმაც მოჭფოს დროს სადენწბს დაეცა და დააზიანა. ბოლქვაძის განცხადებით...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126