ზურაბ პატარაძე გომის მთაზე შუამთობის დღესასწაულს დაესწრო

ზურაბ პატარაძე გომის მთაზე შუამთობის დღესასწაულს დაესწრო

  • iRegions.Ge
  • 12 აგვისტო, 2017
  • 17:10
  • ადმინისტრატორი

ჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შუახევის მუნიციაპლიტეტის გომის (თაგინური) მთაზე შუამთობის სახალხო დღესასწაულს დაესწრო და მემთეურებს დღესასწაული მიულოცა.

აჭარის მთვრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სახალხო დღესასწაულს ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დ სხვა მოწვეული სტუმრები.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კულტურული და სპორტული სანახაობები.

დღესვე გომის მთაზე (მთა თაგინური) ელექტრო გადამცემი ხაზების დადგმაც აღინიშნა. გასულ კვირაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხულოს მუნიციპალიტეტის 6 მთის ელექტროფიკაციის პროცესს გაეცნო. იალაღების ელექტროფიკაცია შუახევის მუნიციპალიტეტშიც მიმდინარეობს. უკვე დასრულების პროცესშია ჩირუხის, კატრიანი-ყავრიანი-გრძელგორის და მერიაყელის მიმართულებით მთების ელექტროფიკაცია.

22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

21 ივლისი, 2018

კახეთი Bavaria-ს ლუდის ფესტივალის მასპინძელია. 22 ივლისს თელავში Bavaria-ს ლუდის, რიგით მეოთხე ფესტივალი გაიმართება, სადაც სიურპრიზის სახით Bavaria-ს სამშობლოში მოგზაურობა გათამაშდება. "Bavaria-ს ლუდის ფესტივალი საქართველოში თანდათან უფრო პოპულარული ხდება. სს...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080