პრემიერი: ქართველებს უნდა გვახსოვდეს, ერთიანნი თუ ვიქნებით, საქართველო იქნება ძლიერი

პრემიერი: ქართველებს უნდა გვახსოვდეს, ერთიანნი თუ ვიქნებით, საქართველო იქნება ძლიერი

 

"მინდა, ყველას მივულოცო დიდგორობა, ეს არის ქართველთა უდიდესი გამარჯვების დღე, ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, ძლიერების სიმბოლო", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს.

"დავით აღმაშენებელმა ამ გამარჯვებას მიაღწია მიზანმიმართული, თანმიმდევრული შრომით პირველ რიგში, სიბრძნით და რა თქმა უნდა სიმამაცით. ჩვენ, ქართველებს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ჩვენ ვიქნებით ერთიანნი, მაშინ საქართველო იქნება ძლიერი. ამიტომ არის დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი. მინდა, ჩვენს ქვეყანას ვუსურვო გაძლიერება, გამთლიანება. ჩვენ აუცილებლად გავმთლიანდებით და რა თქმა უნდა, საქართველო იქნება ძლიერი. ჩვენ აღარ ვიმღერებთ "ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველო", ვიმღერებთ, რომ საქართველო არის დიდი, ძლიერი და ერთიანი", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

კობახიძე: მაშინდელმა სამთავრობო ხელმძღვანელობამ შახტაზე სწორი პოზიციები არ გაგვატარბინა

კობახიძე: მაშინდელმა სამთავრობო ხელმძღვანელობამ შახტაზე სწორი პოზიციები არ გაგვატარბინა

16 ივლისი, 2018

"ეს ტრაგიკული შემთხვევა, თითოეული ჩვენგანის ტკივილია, კონკრეტული ზომებია მისაღები, რომ ასეთი შემთხვევები არ განმეორდეს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე მინდელის შახტაში მომხდარ...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126