შსს-მ ჰეროინის გასაღების ბრალდებით 2 პირი დააკავა

შსს-მ ჰეროინის გასაღების ბრალდებით 2 პირი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ნ.ჯ. და 1976 წელს დაბადებული მ.ჯ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, ფონიჭალაში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 33 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით).

ბთუმში, გუშინ ღამით, 4 მაღაზია გაქურდეს

ბთუმში, გუშინ ღამით, 4 მაღაზია გაქურდეს

1 საათის წინ

 როგორც დაზარალებულები აცხადებენ პოლიციამ უკვე შეისწავლა სავაჭრო ობიექტებთან დამონტაჟებული ვიდეო კამერები, მძარცველები სავარაუდოდ არასრულწლოვანთა ჯგუფია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინდორმაციით ფაქტზე გამოძიება 177 მუხლით დაიწყო, რაც...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080