ქუთაისის ბაგა-ბაღებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაისის ბაგა-ბაღებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში ბაგა-ბაღებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

 მე-3-ე მე-4-ე, მე-15-ე, და 33-ე ბაღების არსებულ შენობებს მიშენებები უკეთდება. ოთხივე ბაღში 2 სართულის მიშენება მოხდება, სადაც დამატებითი ჯგუფები განთავსდება. სამუშაოების აუცილებლობა ბავშვთა ნაკადის ზრდამ გამოიწვია.

სკოლამდელი დაწესებულებების მოწყობაზე 858364 ლარი იხარჯება. რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდიდან (65% )და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ( 35% )ფინანსდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ,,ჯორჯიან ტექნო გრუპი" და შპს ,,ახალშენი" ასრულებენ. სამუშაოები სრულად ოქტომბრის თვეში დასრულდება.

,,ძალიან კარგი ტემპით მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც მოიცავს, როგორც საგზაო ასევე სხვა ტიპის სამოქალაქო მშენებლობებს. შარშან ორი ბაღი ავაშენეთ, ერთს რეკონსტრუქცია ჩავუტარეთ, ოთხს კი მიშენება გავუკეთეთ. წელსაც დადგა ამის საჭიროება. პირველ რიგში სამუშაოები იქ ხორცილდება, სადაც ამის მოთხოვნა განსაკუთრებით დიდია. შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო 25 წელია ჩვენს ქალაქში არც ბაღი აშენებულა და არც სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელებულა ამ მიმართულებით."-აღნიშნა შოთა მურღულიამ.

კობახიძე: მაშინდელმა სამთავრობო ხელმძღვანელობამ შახტაზე სწორი პოზიციები არ გაგვატარბინა

კობახიძე: მაშინდელმა სამთავრობო ხელმძღვანელობამ შახტაზე სწორი პოზიციები არ გაგვატარბინა

16 ივლისი, 2018

"ეს ტრაგიკული შემთხვევა, თითოეული ჩვენგანის ტკივილია, კონკრეტული ზომებია მისაღები, რომ ასეთი შემთხვევები არ განმეორდეს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე მინდელის შახტაში მომხდარ...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126