დავით კიკოლაშვილმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში სარწყავი არხები დაათვალიერა

დავით კიკოლაშვილმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში სარწყავი არხები დაათვალიერა

  • iRegions.Ge
  • 12 აგვისტო, 2017
  • 10:15
  • ადმინისტრატორი

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცის“ ქვემო ქართლის რეგიონალური სამსახურის უფროსმა, დავით კიკოლაშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში სარწყავი არხები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს სარწყავ სისტემებზე არსებული ვითარება და რწყვის სეზონის მიმდინარეობა. კიკოლაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია რეგიონალური შტაბების მუშაობასა და ცხელი ხაზის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, რათა მაქსიმალურად ოპერატიულად მოხდეს რწყვის პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი ტიპის საკითხის მოგვარება. ცხელი ხაზის ნომერია: 15 01

როგორც უწყებაში აცხადებენ, ქვემო ქართლის რეგიონში 2012 წლიდან განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 27 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად, წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 46 255 ჰექტრამდეა გაზრდილი. 

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯომარე მჟავანაძის განცხადებაზე: ეს იყო პროვოკაცია

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯომარე მჟავანაძის განცხადებაზე: ეს იყო პროვოკაცია

18 ივნისი, 2018

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯომარე გიორგი ღორჯომელიძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის დათო მჟავანაძის განცხადებას გამოეხმაურა.  "ეს იყო პროვოკაცია. სამწუხაროდ,  ამ პრვოკაციში მონაწილეობდა პიროვნება, რომელიც მუშაობს გუბერნიაში...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172