მაღრაძე: კალაძემ საკუთარი ისტორია თავისი შრომით შექმნა, ის უალტერნატივო კანდიდატია

მაღრაძე: კალაძემ საკუთარი ისტორია თავისი შრომით შექმნა, ის უალტერნატივო კანდიდატია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გუგული მაღრაძე "აიპრესთან" აღნიშნავს, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური შესაძლოა საქართველოს რამდენიმე რეგიონში ჩატარდეს. თუმცა, ამბობს რომ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე უალტერნატივოა და პირველივე ტურში გაიმარჯვებს.  

"კახი კალაძე არის უალტერნატივო კანდიდატი, იმიტომ რომ კახი აქვს თავისი ისტორია, გამოცდილება და ის, რომ მან თავისი შრომით მიაღწია ამას, ძალიან დადებით განწყობას ქმნის. მართალია შესაძლოა მეორე ტური იყოს, მაგრამ ეს იმ შემთვევაში თუ აქტივობა მაღალი არ იქნება.

ამ ორი თვის განმავლობაში ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ არჩევნებზე მივიდეს რაც შეიძლება მეტი ადამიანი, ასეთ შემთხვევაში კი მეორე ტური აღარ იქნება. 

რაც შეეხება რეგიონებს, ჩვენ მიგვაჩნია რომ კარგი უპირატესობით გავიმარჯვებთ. თუმცა შეიძლება იყოს რამდენიმე რეგიონი, სადაც მეორე ტური გაიმართება, რაც ჩვენი "დამსახურებაა" იმიტომ, რომ ჩვენ გავაკეთეთ ის 50%-იანი ბარიერი. წინა ხელისუფლებას იმიტომ ჰქონდა 30%-იანი, რომ 30% გარანტირებული იყო. რისკებზე მივდივართ იმისთვის, რომ არჩევნები უფრო დემოკრატიული იყოს.

მიუხედავად კრიტიკისა, დღეისთვის "ქართულმა ოცნებამ" დაამტკიცა, რომ ეს არის სტაბილური პოლიტიკური ძალა, რომელსაც ქვეყანა თანდათანობით მიჰყავს წინ", -განაცხადა გუგული მაღრაძემ. 

გოცირიძე: "ოცნებას" სასაცილო წესი ჰქონია, სამდივნოს შეუძლია პარტიიდან ივანიშვილიც გარიცხოს

გოცირიძე: "ოცნებას" სასაცილო წესი ჰქონია, სამდივნოს შეუძლია პარტიიდან ივანიშვილიც გარიცხოს

11 საათის წინ

მისი თქმით, ეს ფაქტი ივანიშვილის დევნის კონტექსტში უნდა იყოს განხილული. "ქართულ ოცნებას ძალიან სასაცილო წესი ჰქონია. თურმე სამ კაცს შეუძლია პარტიიდან ნებისმიერი მისი წევრის გარიცხვა. ამის უფლება პარტიის ხუთკაციან სამდივნოს ჰქონია ხმათა...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126