გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთს ფხენიანის წინააღმდეგ ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთს ფხენიანის წინააღმდეგ ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა კორეის ნახევარკუნძულზე ვითარების ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ჩინეთს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან ჟურნალ Spiegel-ს განუცხადა.

"თუ რომელიმე ქვეყანას შეუძლია ჩრდილოეთ კორეის რეჟიმზე გავლენა იქონიოს, ეს ჩინეთია“,-განაცხადა გაბრიელმა. "კარგია, რომ ჩინეთმა ცოტა ხნის წინ სანქციები გაამკაცრა და აპირებს ის თანმიმდევრულად განახორციელოს“,-განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

როგორც მან დასძინა, ფხენიანმა საერთაშორისო საზოგადების მხრიდან უნდა იგრძნოს, რომ მისი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება. ზიგმარ გაბრიელის თქმით, არსებული კრიზისის ესკალაცია შესაძლოა მთელი მსოფლიოსთვის დამანგრეველი იყოს.

"რისკები ყველას ჩართული მხარისთვის დიდია, მათ შორის თავად კორეისთვის, რეგიონისთვისა და მსოფლიოსთვის", - განაცხადა მან.

დღეს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო მზადყოფნის შესახებ განაცხადა. 

"სამხედრო გადაწყვეტილება მიღებულია და სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ვართ. იმედია, ჩრდილოეთ კორეა ირაციონალურად არ იმოქმედებს. ვიმედოვნებთ, კიმ ჩენ ინი სხვა გზას გამონახავს“, - წერს ტრამპი Twitter-ზე.

9 აგვისტოს, ღამით, ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ისინი კუნძულ გუამის მახლობლად, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზები მდებარეობს, სარაკეტო იერიშების განხორციელების საკითხს განიხილავენ.

ტრამპმა ერდოღანს ამერიკელი პასტორის გათავისუფლებისკენ მოუწოდა

ტრამპმა ერდოღანს ამერიკელი პასტორის გათავისუფლებისკენ მოუწოდა

17 წუთის წინ

"სრული სირცხვილია, რომ თურქეთი პატივცემულ ამერიკელ პასტორ ენდრიუ ბრანსონს ციხიდან არ ათავისუფლებს. ის დიდი ხნის განმავლობაში მძევლად ჰყავდათ. ერდოღანმა რაღაც უნდა გააკეთოს და გაათავისუფლოს ეს შესანიშნავი ქრისტიანი, ქმარი და მამა ", -...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126