ხვალ იმერეთში მთის დღესასწაული აღინიშნება

ხვალ იმერეთში მთის დღესასწაული აღინიშნება

ხვალ ბაღდათი-ადიგენის ადმინისტრაციულ საზღვართან მთის დღესასწაული გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ბაღდათისა და ადიგენის მუნიციპალიტეტები მიიღებენ.

იგეგმება ორივე მუნიციპალიტეტის შემოქმედებითი ჯგუფების ერთობლივი ღონისძიება. ადგილობრივი რეწვის ნიმუშების გამოფენა და ასევე ძველი ტრადიციული სამზარეულოს, დღესასწაულზე მისულთათვის გაცნობა. იქვე მოეწყობა ორივე მუნიციპალიტეტის ეთნო კუთხე და ადგილზე მოხდება ადგილობრივი სამზარეულოდან ყველაზე ცნობილი კერძების დამზადებაც.

ადიგენის ეთნო კუთხეში წარმოდგენილი იქნება, გამოყენებითი ხელოვნების თვალსაზრისით ჭედური და სახვითი ხელოვნების უნიკალური ნამუშევრები. ხვალვე ჟურნალისტებისთვის მედია ტურიც მოეწყობა, რის ფარგლებშიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ყველა ტურისტულად მნიშვნელოვანი ადგილის მონახულება მოხდება.

ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება კონცერტი, მოეწყობა დოღი და სპორტული აქტივობები. მთის დღესასწაულს იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძეც დაესწრება. მთის დღესასწაულის აღნიშვნა, გასული საუკუნის 80–იანი წლებიდან იღებს სათავეს. გარკვეული პერიოდი არ აღინიშნებოდა. თუმცა, ტრადიცია 2015 წელს აღდგა.

ბათუმის მერია მოქალაქეებს: გაუფრთხილდით გარემოს

ბათუმის მერია მოქალაქეებს: გაუფრთხილდით გარემოს

2 საათის წინ

"გაწმენდითი სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შპს "სანდასუფთავების" თანამშრომლებმა პოლიეთილენის ბოთლები და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები მდინარის ნაპირებიდან და კალაპოტიდან ამოიღეს. დღეს ორი მდინარის -...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172