თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგება

თურქეთი ყირიმის გამო, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგება. შეზღუდვებმა შესაძლოა თურქეთის ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს. გამოცემა Hurriet Daily News-ის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთსა და ევროკავშირს მოუწოდა, პრობლემები პოლიტიკური დიალოგის გზით გადაჭრან. მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი ანტი-რუსულ სანქციებს არ შეუერთდება, რადგან სიტუაციის მოსაგვარებლად "პოლიტიკური ჩართულობა და დიალოგი" ურჩევნია.

გამოცემის თანახმად, შეზღუდვები გავლენას მოახდენს პროექტ "თურქული ნაკადის" განხორციელებაზე, რომლითაც რუსეთიდან თურქეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება უნდა მოხდეს.

ამა წლის 28 ივნისს, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები ექვსი თვით გაახანგრძლივა. შეგახსენებთ, 21 ივნისს, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ, უკრაინის სიტუაციასთან დაკავშირებით, 38 კერძო ორგანიზაციისა და პირის წინააღმდეგ სანქციები განახორციელა.

სანქციების ე.წ შავ სიაში რუსეთიდან და დონბასიდან 19 ორგანიზაცია და პირი შევიდა, მათ შორის რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე სერგეი ნაზაროვი. კერძოდ, სანქცირებულ სიაში შევიდა მოტო-ცენტრი "ღამის მგლები".

ტრამპმა ერდოღანს ამერიკელი პასტორის გათავისუფლებისკენ მოუწოდა

ტრამპმა ერდოღანს ამერიკელი პასტორის გათავისუფლებისკენ მოუწოდა

19 წუთის წინ

"სრული სირცხვილია, რომ თურქეთი პატივცემულ ამერიკელ პასტორ ენდრიუ ბრანსონს ციხიდან არ ათავისუფლებს. ის დიდი ხნის განმავლობაში მძევლად ჰყავდათ. ერდოღანმა რაღაც უნდა გააკეთოს და გაათავისუფლოს ეს შესანიშნავი ქრისტიანი, ქმარი და მამა ", -...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126