საქართველოში, 2017 წლის იანვარი-ივლისის მონაცემებით, 4 მილიონამდე ტურისტი ჩამოვიდა

საქართველოში, 2017 წლის იანვარი-ივლისის მონაცემებით, 4 მილიონამდე ტურისტი ჩამოვიდა

საქართველოში 2017 წლის იანვარი - ივლისის მონაცემებით  4 მილიონამდე ტურისტი ჩამოვიდა, რაც გასულ წელთან შედარებით +16,8 % ით მეტია. საერთო ჯამში ჩამოსულმა სტუმრებმა ქვეყანას 435 მილიონი დოლარი შემოსავალი მოუტანეს.

სად ატარებენ დროის უმეტეს ნაწილს, როგორ ერთობიან ჩამოსული ვიზიტორები და რითი ინტერესდებიან ? პოპულარობით სარგებლობს  ქართული კულტურის ძეგლები, მთიანი მხარე და ზღვისპირეთი, ასევე დიდია დაინტერესება თბილისის მიმართ.

დედაქალაქში ჩამოსული სტუმრების უმრავლესობა ინტერესდება ძველი თბილისის ღირშესანიშნაობებით, გასართობი ცენტრებით, სავაჭრო ცენტრებით. მოგეხსენებათ შოპინგი ტურისტების საყვარელი საქმიანობაა და ეს როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ქვეყნის ბიუჯეტზეც დადებითად აისახება.

სავაჭრო ცენტრი თბილისი მოლი ყველაზე მოთხოვნადი გასართობი ცენტრი არის, სადაც უამრავი ტურისტი შეგხვდებათ.  აქ ნახავთ როგორც სახელოვანი უცხოური ბრენდების მაღაზიებს (რომელთა ნახვა საიტზეც არის შესაძლებელი - http://tbilisimall.com ), ასევე კინოთეატრს, კვების ობიექტებს და ა.შ. გარდა ამისა,  თბილისი მოლი მოხერხებული ადგილმდებარეობით გამოირჩევა და ჩამოსული ტურისტებისთვის მარტივია მოსვლა დედაქალაქის ნებისმიერი წერტილიდან.გასართობი ცენტრი სტუმრებისთვის ყოველდღიურად 10:00 დან 22:00 მდე ფუნქციონირებს.

ამიერკავკასიაში თბილისი მოლი სავაჭრო ცენტრებს შორის ერთერთ მოწინავე ადგილს იკავებს. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ ხშირია მეზობელი ქვეყნებიდან ( აზერბაიჯანი, სომხეთი)   საშოპინგოდ ჩამოსული  ტურისტების ნაკადი.

"აიისას" პრეზერვატივი ამჯერად ლევან მურუსიძის გამოსახულებით

"აიისას" პრეზერვატივი ამჯერად ლევან მურუსიძის გამოსახულებით

1 საათის წინ

"აიისა თვლის, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ლახავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. მიუხედავად ამისა, აიისას მოუწევს გადაწყვეტილების შესრულება...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172