პრემიერი საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს:საქართველოს თქვენი იმედი აქვს!

პრემიერი საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს:საქართველოს თქვენი იმედი აქვს!

„იცოდეთ, რომ საქართველოს თქვენი იმედი აქვს და იცოდეთ, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე”- ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს, რომლებიც, მსოფლიო ასპარეზე საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისთვის, დღეს განათლების მინისტრთან, ალექსანდრე ჯეჯელავასთან ერთად  მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დაჯილდოვა.

"ზუსტ და საბუნებისმეტყველო დარგებში საქართველოს ჰყოლია მსოფლიო დონის მეცნიერები და დარწმუნებული ვარ, ამ დარბაზში, როდესაც თქვენ გიყურებთ,ვუყურებ ჩვენი ქვეყნის მომავალს და ჩვენი ქვეყნის მეცნიერების მომავალს. მინდა ვთქვა, რომ განათლება არის ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი, განათლებაშიინვესტირება ყველაზე მეტ უკუგებას იძლევა და ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ მიმართულებით განვითარებისკენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებისგადადგმას.

ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები. წარმომიდგენია, როგორ გაბრწყინდება საქართველო, როდესაც თქვენ იქნებით მეცნიერების სათავეში და ღმერთმა იცის, კიდევ თითოეული თქვენგანი რაწარმატებებს მიაღწევს. მე ასევე მინდა მივულოცო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ვერ მომხვდნენ საერთაშორისო ეტაპზე, მაგრამ ძალიან ბევრი იშრომეს. მინდავუთხრა მათ, გული არ გაიტეხონ, რადგან დაუღალავი და მუხლჩაუხრელი შრომით ყველაფერი შესაძლებელია. კიდევ ერთხელ გილოცავთ"- განაცხადა პრემიერმა.

"აიისას" პრეზერვატივი ამჯერად ლევან მურუსიძის გამოსახულებით

"აიისას" პრეზერვატივი ამჯერად ლევან მურუსიძის გამოსახულებით

1 საათის წინ

"აიისა თვლის, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ლახავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. მიუხედავად ამისა, აიისას მოუწევს გადაწყვეტილების შესრულება...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172