ავსტრალიის პრემიერი: თუ ფხენიანი ვაშინგტონს თავს დაესხმება, ამერიკას დავეხმარებით

ავსტრალიის პრემიერი: თუ ფხენიანი ვაშინგტონს თავს დაესხმება, ამერიკას დავეხმარებით

ავსტრალიის პრემიერმინისტრის მალკოლმ ტურნბულის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილოეთ კორეა ამერიკის შეერთებულ შტატებს თავს დაეხმარება, კანბერა ვაშინგტონს დაეხმარება. ინფორმაციას 3AW ავრცელებს.

"იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩრდილოეთ კორეა თავს დაესხმება, ავსტრალია აშშ-ს დაეხმარება", - განაცხადა ავსტრალიის მთავრობის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, ავსტრალია ვაშინგტონის ყველაზე საიმედო მოკავშირეა.

ჩრდილოეთ კორეასთან პოტენციურ კონფლიქტში ავსტრალიის შესაძლო ჩართვის საკითხის კომენტირებისას, ტურნბულმა განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი "გარემოებებსა და მოკავშირეებთან კონსულტაციებზეა" დამოკიდებული. 

პარალელურად, პენტაგონის ხელმძღვანელმა ჯეიმს მეტისმა განაცხადა, რომ აშშ მზად არის ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს, თუმცა მისი თქმით, ვაშინგტონი სიტუაციის დარეგულირებას დიპლომატიური გზით შეეცდება.

"არსებობს თუ არა სამხედრო გადაწყვეტილების თაობაზე რაიმე ვარიანტები? რა თქმა უნდა. ჩემი მოვალეობაა, ისინი მოვამზადო",- განაცხადა მან. ამ შემთხვევაში, მეტისმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგისას დიპლომატიის გამოყენებას გეგმავს.

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაწესებული საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაწესებული საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა

12 წუთის წინ

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 19 ივლისს 01:00 საათზე შეწყდა. როგორც სააგენტო აღნიშნავს, თურქეთის კონსტიტუციის თანახმად, საგანგებო მდგომარეობა ავტომატურად გაუქმდებოდა, თუ მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე, მთავრობა პარლამენტში მის გაგრძელებას...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126