აღმაშენებელზე ღია კაფეების უნებართვოდ მოწყობის გამო საქმის წარმოება დაიწყო

აღმაშენებელზე ღია კაფეების უნებართვოდ მოწყობის გამო საქმის წარმოება დაიწყო

ახალ აღმაშენებელზე  ღია კაფეების უნებართვოდ მოწყობის გამო, 16 სუბიექტის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევაზე საქმის წარმოება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

სუბიექტებს  კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, ან მათი დემონტაჟი დაევალათ. გარდა ამისა, კაფეების მეპატრონეებმა ბანერებზე ქართული წარწერებიც უნდა განათავსონ.

აღმაშენებლის გამზირზე  თბილისის მერი დავით ნარმანია, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსთან გიორგი უკლებასთან და ჩუღურეთის რაიონის გამგებელთან, ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად იმყოფებოდა. დედაქალაქის მერმა 16-ვე  სუბიექტის მეპატრონეს  გაფრთხილება  პირადად  მისცა.  

პარალელურად, აღმაშენებლის გამზირზე შენობა-ნაგებობებზე განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების კანონიერების შესწავლაც მიმდინარეობს.

კობახიძე: მაშინდელმა სამთავრობო ხელმძღვანელობამ შახტაზე სწორი პოზიციები არ გაგვატარბინა

კობახიძე: მაშინდელმა სამთავრობო ხელმძღვანელობამ შახტაზე სწორი პოზიციები არ გაგვატარბინა

16 ივლისი, 2018

"ეს ტრაგიკული შემთხვევა, თითოეული ჩვენგანის ტკივილია, კონკრეტული ზომებია მისაღები, რომ ასეთი შემთხვევები არ განმეორდეს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე მინდელის შახტაში მომხდარ...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126