მიხეილ სააკაშვილი ოჯახთან ერთად უნგრეთში იმყოფება

მიხეილ სააკაშვილი ოჯახთან ერთად უნგრეთში იმყოფება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთა, ოჯახთან ერთად უნგრეთში იმყოფება. ამის შესახებ ის facebook-ზე წერს.

"ოჯახთან ერთად ბალატონის ტბაზე წავედით. ძეგლი უნგრელი მეფის ანდრაშისა და მისი მეუღლის, უკრაინელი პრინცესა ანასტასიასია ",- წერს იგი სოციალურ ქსელში.

26 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. თავად სააკაშვილი იმ პერიოდში აშშ-ში იმყოფებოდა, შემდეგ კი პოლონეთსა და ლიტვას ეწვია. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ იგი უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს.

სააკაშვილი 2015 წლის 30 მაისს ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა, თუმცა 2016 წელს პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან უთანხმოების გამო, თანამდებობა დატოვა.  

ტრამპმა ერდოღანს ამერიკელი პასტორის გათავისუფლებისკენ მოუწოდა

ტრამპმა ერდოღანს ამერიკელი პასტორის გათავისუფლებისკენ მოუწოდა

26 წუთის წინ

"სრული სირცხვილია, რომ თურქეთი პატივცემულ ამერიკელ პასტორ ენდრიუ ბრანსონს ციხიდან არ ათავისუფლებს. ის დიდი ხნის განმავლობაში მძევლად ჰყავდათ. ერდოღანმა რაღაც უნდა გააკეთოს და გაათავისუფლოს ეს შესანიშნავი ქრისტიანი, ქმარი და მამა ", -...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126