კახა კუკავა: არჩევნებისთვის ერთობა შედგება, დეტალებს ორშაბათს გავაჟღერებთ

კახა კუკავა: არჩევნებისთვის ერთობა შედგება, დეტალებს ორშაბათს გავაჟღერებთ

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპოზიციური ერთობა შედგება, თუმცა არა ყველა ოპოზიციური პარტიის მონაწილეობით.

როგორც კუკავამ „აიპრესს“ განუცხადა, ორშაბათს გაახმოვანებენ დეტალებს იმაზე, თუ რომელი პარტიები შექმნიან პოლიტიკურ ერთობას.

„გვქონდა კონსულტაციები არის დადებითი გამოხმაურებები და არის უარყოფითი გამოხმაურებებიც. ორშაბათს გვექნება შემაჯამებელი ბრიფინგი და დეტალებს იქ გავახმოვანებთ.

დღეს რა თქმა უნდა სახელებსა და გვარებს ვერ გეტყვით, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ერთობა შედგება, თუმცა ამ ერთობაში მონაწილეობას ყველა ოპოზიციური პარტია არ მიიღებს.

ჩემი აზრით, აბსოლუტურად უაზროა ადგილობრივ არჩევნებზე პარტიების დაყოფა საგარეო პოლიტიკური ვექტორის მიხედვით. ჩვენ ერთობა შევთავაზეთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, გარდა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობისა“. რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“, მას „ნაცმოძრაობის“ შვილობილ კომპანიად მოვიაზრებთ. საბოლოო პასუხს ორშაბათს გაიგებთ“, - განუცხადა კახა კუკავამ „აიპრესს“.

გოცირიძე: "ოცნებას" სასაცილო წესი ჰქონია, სამდივნოს შეუძლია პარტიიდან ივანიშვილიც გარიცხოს

გოცირიძე: "ოცნებას" სასაცილო წესი ჰქონია, სამდივნოს შეუძლია პარტიიდან ივანიშვილიც გარიცხოს

11 საათის წინ

მისი თქმით, ეს ფაქტი ივანიშვილის დევნის კონტექსტში უნდა იყოს განხილული. "ქართულ ოცნებას ძალიან სასაცილო წესი ჰქონია. თურმე სამ კაცს შეუძლია პარტიიდან ნებისმიერი მისი წევრის გარიცხვა. ამის უფლება პარტიის ხუთკაციან სამდივნოს ჰქონია ხმათა...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126