კახეთში მოძიებული ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული პერსპექტიული ღვინოები გამოვლინდა

კახეთში მოძიებული ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული პერსპექტიული ღვინოები გამოვლინდა

  • iRegions.Ge
  • 10 აგვისტო, 2017
  • 17:52
  • ადმინისტრატორი

კახეთის რეგიონში გავრცელებული ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეღვინეობისა და პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურის უფროსმა, დავით ჩიჩუამ კერძო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ევროპული სტილით დაყენებული თეთრი ღვინის 16 ნიმუში მეღვინეებმა შემდეგი პარამეტრებით შეფასეს - შეფერილობის ინტენსივობა, ხილის ტონები (კენკრა, კურკოვანი, ყვითელი ხილი), სანელებლები, ყვავილოვანი ტონები, ვეგეტატიური ტონები (ბალახი, ყლოტრები, პიტნა), სიმჟავე, ტანინი/სხეულიანობა, სიმწკლარტე/სიუხეშე და ალკოჰოლის შეგრძნება. საუკეთესოებად რქაწითელი, რქაწითელი ვარდისფერი, მამალი რქაწითელი, მცვივანი კახური, მწვანე კახური და მირზაანული დასახელდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ მოძიებულია და ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე გაშენებულია ვაზის 437 ქართული და 350 უცხოური ჯიშის საკოლექციო ნარგაობა. ვაზის იშვიათი ჯიშების აღდგენის პარალელურად, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი პერსპექტიული ჯიშებისგან ღვინის დაყენებას და მათზე კვლევას ახორციელებს, რათა მომავალში საუკეთესო ჯიშების გავრცელება და მათი საწარმოო მიმართულებაში ჩართვა მოხდეს.

ძლიერი წვიმის შედეგად ლაგოდეხის სამ სოფელში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად ლაგოდეხის სამ სოფელში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

4 საათის წინ

ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა ნიაღვარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი ჰერეთისკარი, წითელი გორი და ჭიაური მნიშვნელოვნად დააზარალა. ადგილობრივების თქმით, უხვი ნალექი ანიაღვრე არხებმა გაატარა. დატბორილია ოცამდე საცხოვრებელი...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080