"ჯეპრა"-ში“ ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდამჭერი კამპანია გაიმართა

"ჯეპრა"-ში“ ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდამჭერი კამპანია გაიმართა

"ჯეპრა"-ს კომპეტენციის ცენტრში ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდამჭერი კამპანია გაიმართა. სადაც "ნატახტარმა" და "კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის' მემორანდუმი გააფორმა. 

„აიპრესთან“ კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის გენერალური მდივანი, ქეთევან კალანდაძე აცხადებს, რომ „ ნატახტარმა“ აიღო ვალდებულება კამპანიის დააფინანსებაზე, რომელშიც 4 ძირითადი კომპონენტი შდგება.

„თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების საჭიროებების, ადვოკატირების კამპანია. ეს კამპანია მოიცავს მუნიციპალიტეტების დონეზე პროგრამის ფუნქციონირების ხელშეწყობას. 

პირველ ეტაპზე მოხდა პროგრამის შემუშავება, თუ რა სახით უნდა არსებობდეს პროგრამა იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რა საჭიროებებიც აქვთ ზრუნვის სისტემიდან გასულ ახალგაზრდებს.

პროგრამით მოვიცავით 4 ძირითადი კომპონენტი: 1. საცხოვრებლით უზრუნველყოფა;

2. დახმარება (იმ ახალგაზრდების, რომლებიც სწავლობენ სხვა საჭიროების კუთხით ) სტიპენდიის სახით; 3. კომუნალური გადახდები; 4. ადგილობრივი ტრანსპორტირების ხელშეწყობა. ამის შემდეგ ადვოკატირებას მოვახდენთ თითოეულ მუნიციპალიტეტთან, რომ მოხდეს ამ პროგრამის ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინება იმ რაოდენობის მიხედვით, რა რაოდენობის ბავშვებიც არიან მათ რეგიონში, რომლებიც ტოვებენ სახელმწიფო მომსახურებას“.

"ნატახტარის" კორპორატიულ საქმეთა დირექტორი, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი "აიპრესთან" აცხადებს, რომ კამპანია მხარს უჭერს 18 წელს მიღწეულ ახალგაზრდებს, რომლებიც სახელმწიფო ზრუნვისი სისტემიდან გადიან.

"ჩვენ გვინდა, რომ სახელმწიფოს რესურსი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე იყოს გამოყენებული. ამისთვის უკვე შევიმუშავეთ დოკუმენტი, რომელიც მუნიციპალიტეტებისთვის გზამკვლევია, რათა გაუადვილდეთ იმ თანხის მართვა, რომელიც გამოყოფილია ჩვენს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დასახმარებლად.

აქტიური მოქმედებები დაიწყება ნოემბრის თვიდან, მას შემდეგ რაც ჩატარდება ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები". - განაცხდა  ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა. 

ავტორი იზაბელა ქურდიანი.


 

დედაქალაქის სასაფლაოების, შპს "ჰერმესის" ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

დედაქალაქის სასაფლაოების, შპს "ჰერმესის" ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

15 საათის წინ

როგორც „აიპრესს“ თბილისის მერიაში განიცხადეს, შპს „ჰერმესის“ ხელმძღვანელმა მიხეილ ძაგანიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ჯერჯერობით, რაიმე დამატებითი დეტალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თბილისის...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126