იაპონიის თავდაცვის მინისტრი:  გუამის კუნძულზე ჩრდილოეთ კორეის რაკეტის ჩამოგდების უფლება გვაქვს

იაპონიის თავდაცვის მინისტრი: გუამის კუნძულზე ჩრდილოეთ კორეის რაკეტის ჩამოგდების უფლება გვაქვს

იაპონიას უფლება აქვს და ტექნიკურად შეუძლია ჩრდილოეთ კორეის რაკეტა ჩამოაგდოს, თუ მას კუნძულ გუამიზე ამერიკის საჰაერო ბაზაზე გაუშვებენ. ამის შესახებ იაპონიის თავდაცვის მინისტრმა იცუნორი ონოდერამ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ასევე დასძინა, რომ იაპონიას უფლება აქვს წყნარ ოკეანეში, გუამის კუნძულზე მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გაშვებული რაკეტა ჩამოაგდოს. მინისტრის თქმით, მსგავსი რაკეტების გაშვება იაპონიისთვის საფრთხის შემცველად განიხილება.

ექსპერტების აზრით, იაპონიას რეალურად არანაირი ტექნიკური შესაძლებლობა არ აქვს იმისთვის, რომ ბალისტიკური რაკეტები ჩამოაგდოს, თუ მას კუნძულ გუამიზე, ამერიკულ ავიაბაზაზე გაუშვებენ.

9 აგვისტოს, ღამით, ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ისინი კუნძულ გუამის მახლობლად, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზები მდებარეობს, სარაკეტო იერიშების განხორციელების საკითხს განიხილავენ.

აღნიშნულის საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ჩრდილოეთ კორეა შეერთებულ შტატებს საფრთხეს კვლავ შეუქმნის, „ვაშინგტონი ჩრდილოეთ კორეას ცეცხლითა და მრისხანებით უპასუხებს“.

ტრამპის განცხადების კომენტირებისას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინს ამერიკის შეერთებული შტატები დიქტატორად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ მას „დიპლომატიური ენა არ ესმის. ცნობისთვის, გაერო-მ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გააფართოვა. შესაბამისი გადაწყვეტილება, ფხენიანის მიერ ორი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების გაშვებას მოჰყვა.

ტრამპმა ერდოღანს ამერიკელი პასტორის გათავისუფლებისკენ მოუწოდა

ტრამპმა ერდოღანს ამერიკელი პასტორის გათავისუფლებისკენ მოუწოდა

18 წუთის წინ

"სრული სირცხვილია, რომ თურქეთი პატივცემულ ამერიკელ პასტორ ენდრიუ ბრანსონს ციხიდან არ ათავისუფლებს. ის დიდი ხნის განმავლობაში მძევლად ჰყავდათ. ერდოღანმა რაღაც უნდა გააკეთოს და გაათავისუფლოს ეს შესანიშნავი ქრისტიანი, ქმარი და მამა ", -...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126