ციხელაშვილი: არის მინიშნება, რომ ახალგორში ქართული სკოლები რუსულ სწავლებაზე გადავიდნენ

ციხელაშვილი: არის მინიშნება, რომ ახალგორში ქართული სკოლები რუსულ სწავლებაზე გადავიდნენ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გავრცელდა მინიშნებები იმის თაობაზე, რომ განზრახულია, ახალგორის რაიონში ქართული სკოლები რუსულ სწავლებაზე გადავიდნენ და ფაქტობრივად რუსიფიკაციის პოლიტიკის შემდგომი ნაბიჯი განხორციელდეს.

"გალის რაიონში სამწუხაროდ და საუბედუროდ წლების განმავლობაში ძალიან მიზანმიმართულად მიმდინარეობს პოლიტიკა, რომ ქართულ მოსახლეობაზე განხორციელდეს ზეწოლა, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, ეს გამოიხატება სწორედ მშობლიურ ენაზე განათლების შესაძლებლობის შეზღუდვით. როგორც ჩანს ანალოგიური პოლიტიკის განხორციელება არის გეგმაში ცხინვალის რეგიონების მიმართულებითაც, რაც აბსოლუტურად უკანონო და მიუღებელი ნაბიჯია. თუ ეს განხორციელდება, ეს არის ცალსახა დისკრიმინაცია ქართველი მოსახლეობის, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში ცხოვრობს, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი საქართველოს მთავრობისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, მათ შორის ჟენევის დისკუსიებში ჩართული აქტორებისთვის, რომლების ცალსახად აფიქსირებენ პოზიციას, რომ აუცილებელია მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა. ჩვენთვის ეს საკითხი არის და იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი ყველა ფორუმში, იმისთვის რომ დავიცვათ ადგილობრივი მოსახლეობა დისკრიმინაციისგან, რუსიფიკაციისგან და უზრუნველყოფილი იქნას მათი ფუნდამენტური უფლებები“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

გოცირიძე: "ოცნებას" სასაცილო წესი ჰქონია, სამდივნოს შეუძლია პარტიიდან ივანიშვილიც გარიცხოს

გოცირიძე: "ოცნებას" სასაცილო წესი ჰქონია, სამდივნოს შეუძლია პარტიიდან ივანიშვილიც გარიცხოს

11 საათის წინ

მისი თქმით, ეს ფაქტი ივანიშვილის დევნის კონტექსტში უნდა იყოს განხილული. "ქართულ ოცნებას ძალიან სასაცილო წესი ჰქონია. თურმე სამ კაცს შეუძლია პარტიიდან ნებისმიერი მისი წევრის გარიცხვა. ამის უფლება პარტიის ხუთკაციან სამდივნოს ჰქონია ხმათა...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126