"ახალი საქართველო" "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის ინიციატივას ეხმაურება

"ახალი საქართველო" "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის ინიციატივას ეხმაურება

პოლიტიკური პარტია "ახალი საქართველო"  და "ახალი ერთობა საქართველოსთვის" ეხმაურებიან "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის, შალვა შავგულიძის მიერ გაჟღერებულ საკანომდებლო ინიციატივას, ოკუპანტ სახელმწიფოს ოფიციალურ სტრუქტურებთან არასანქცირებული კომუნიკაციის აკრძალვის შესახებ. "ახალი საქართველოს" ოფისში დღეს ბრიფინგი გაიმართა, რომელსაც ნიკოლოზ ვაშაკიძე, პაატა დავითაია და მამუკა გამყრელიძე ესწრებოდნენ.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ აღნიშნულ ინიციატივას. მიგვაჩნია, რომ ოკუპანტ სახელმწიფოს ოფიციალურ სტრუქტურებთან პოლიტიკური კონტაქტების, კონსულტაციებისა თუ მოლაპარაკებების წესი მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული საქართველოს კანონმდებლობით. აღნიშნული ქმედებები უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ შესაბამისი სახლმწიფო სტრუქტურების მიერ, ან მათი სანქციით. ამ წესის დარღვევა უნდა ისჯებოდეს სისხლის სამართლის კოდექსით.

ეს აუცილებელია, რადგან ამ ტიპის პროცესებს, როცა ისინი კოორდინირებული არ არის სახელმწიფო პოლიტიკასთან, სერიოზული ზიანი მოაქვს სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის და, როგორც წესი, გამოიყენება ოკუპანტი ქვეყნის მიერ საქართველოს უსაფრთხოების ინტერესების წინააღმდეგ.  აძლევს რა ოკუპანტ სახელმწიფოს ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში საშიში ჩარევისა და პოლიტიკური დესტაბილიზაციის საშუალებას. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ აღნიშნული კანონპროექტის მზადების პროცესში".- განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ

გოცირიძე: "ოცნებას" სასაცილო წესი ჰქონია, სამდივნოს შეუძლია პარტიიდან ივანიშვილიც გარიცხოს

გოცირიძე: "ოცნებას" სასაცილო წესი ჰქონია, სამდივნოს შეუძლია პარტიიდან ივანიშვილიც გარიცხოს

11 საათის წინ

მისი თქმით, ეს ფაქტი ივანიშვილის დევნის კონტექსტში უნდა იყოს განხილული. "ქართულ ოცნებას ძალიან სასაცილო წესი ჰქონია. თურმე სამ კაცს შეუძლია პარტიიდან ნებისმიერი მისი წევრის გარიცხვა. ამის უფლება პარტიის ხუთკაციან სამდივნოს ჰქონია ხმათა...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126