პრემიერი: ლარსის გამშვებ პუნქტზე სერვისების უზრუნველყოფისთვის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა არაა

პრემიერი: ლარსის გამშვებ პუნქტზე სერვისების უზრუნველყოფისთვის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა არაა

პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ლარსის გამშვებ პუნქტზე შეფერხებები შეიქმნა.

მისი თქმით, ლარსის გამშვებ პუნქტზე სერვისების უზრუნველყოფის მიზნით ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა არ არის. 

„ისევდაისევ ტურისტების გაზრდილი ნაკადის გამო შეფერხებები შეექმნათ სატვირთო მანქანების მძღოლებს. ვიცი, რომ ზომები მიღებულია მათი სასმელი წყლით და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფისთვის. საკმაოდ გაუსაძლისი პირობები იყო, გარკვეული ზომები იყო მიღებული, მაგრამ მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებსაც რიგში ლოდინი უწევთ.

იქ არ არის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც სერვისების უზრუნველყოფისთვის არის საჭირო. ჩვენ უახლოეს პერიოდში გვექნება იქ მოწყობილი ინფრასტრუქტურა და დიდი მიმედი მაქვს, რომ ეს პრობლემაც გადაიჭრება. სანამ ეს ინფრასტრუქტურა შეიქმნება, მინდა გთხოვოთ, რომ ეს ადამიანები იმ სერვისებით უზრუნველყოთ, რომელიც მათ სჭირდებათ“, - განაცხადა პრემიერმა.

გოცირიძე: "ოცნებას" სასაცილო წესი ჰქონია, სამდივნოს შეუძლია პარტიიდან ივანიშვილიც გარიცხოს

გოცირიძე: "ოცნებას" სასაცილო წესი ჰქონია, სამდივნოს შეუძლია პარტიიდან ივანიშვილიც გარიცხოს

12 საათის წინ

მისი თქმით, ეს ფაქტი ივანიშვილის დევნის კონტექსტში უნდა იყოს განხილული. "ქართულ ოცნებას ძალიან სასაცილო წესი ჰქონია. თურმე სამ კაცს შეუძლია პარტიიდან ნებისმიერი მისი წევრის გარიცხვა. ამის უფლება პარტიის ხუთკაციან სამდივნოს ჰქონია ხმათა...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126