პრემიერი: საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სტრუქტურული მუშაობა გასაუმჯობესებელია

პრემიერი: საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სტრუქტურული მუშაობა გასაუმჯობესებელია

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მეხანძრე-მაშველებს მთაწმინდისა და ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ჰექტრამდე ხანძრის დროული ჩაქრობისთვის მადლობა გადაუხადა.

თუმცა, პრემიერმა აქვე აღნიშნა, რომ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სტრუქტურული მუშაობის გაუმჯობესება აუცილებელია. 

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მეხანძრე-მაშველებს, რომლებმაც გმირობა გამოიჩინეს და უმოკლეს ვადაში ძალიან რთული სამუშაო შეასრულეს ურთულეს რელიეფზე, მართლაც და შეუძლებელი შეძლეს - სულ რამდენიმე საათში მოხდა ცეცხლის ლოკალიზება და ჩაქრობა, თავიდან ავიცილეთ ცეცხლის გავრცელება საცხოვრებელ მასივებზე, რაც ვფიქრობ, რომ მართლაცდა გამორჩეული გმირობის შედეგია. მინდა კიდევ ერთხელ, ბატონო გიორგი დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და მაშველებს, ამ ადამიანების გმირობა არავისთვის დარჩა შეუმჩნეველი. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო იმ მოქალაქეებს,რომლებმაც დიდი სამოქალაქო გმირობა გამოიჩინეს და მაშველებთან ერთად ებრძოდნენ სტიქიას, ჩვენ ნამდვილად გვახასიათებს ასეთ მომენტებში ასეთი კონსოლიდაცია. ეს გამორჩეული თვისებაა, რომელიც ჩვენმა ახალგაზრდებმა კიდევ ერთხელ გამოავლინეს. 

მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ცეცხლის ჩაქრობაში, ამას გარდა მინდა ვთქვა, რომ ამ დღეების განმავლობაში ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია, ასობით ადამიანი არის გადარჩენილი ზღვისპირებზე, პლიაჟებზე და ესეც ნამდვილად სათქმელია, რომ თითქოს ყოველდღიურ რუტინად იქცა ის, რომ 5 , 10 ადამიანი და უკვე 1000-ზე მეტია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მაშველებმა გადაარჩინეს, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ამ სტრუქტურის ძალიან გამართულ მუშაობას და იმ ადამიანების გმირობას, ვინც თავისი სიცოცხლის რისკის ფასად სხვა ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნავენ. 

ჩვენ ქვეყანაში ტურისტების მატებასთან ერთად გამოწვევებიც იზრდება და სერიოზულად უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გავაუმჯობესოთ სტრუქტურის მუშაობა გაზრდილი გამოწვევების პირობებში, რაც აუცილებელია“, - განაცხადა პრემიერმა.

გოცირიძე: "ოცნებას" სასაცილო წესი ჰქონია, სამდივნოს შეუძლია პარტიიდან ივანიშვილიც გარიცხოს

გოცირიძე: "ოცნებას" სასაცილო წესი ჰქონია, სამდივნოს შეუძლია პარტიიდან ივანიშვილიც გარიცხოს

12 საათის წინ

მისი თქმით, ეს ფაქტი ივანიშვილის დევნის კონტექსტში უნდა იყოს განხილული. "ქართულ ოცნებას ძალიან სასაცილო წესი ჰქონია. თურმე სამ კაცს შეუძლია პარტიიდან ნებისმიერი მისი წევრის გარიცხვა. ამის უფლება პარტიის ხუთკაციან სამდივნოს ჰქონია ხმათა...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126