უდუმაშვილი: კრიზისების მართვის საბჭო "ოცნების" პოლიტიკური პენსიონერების თავშესაფარია

უდუმაშვილი: კრიზისების მართვის საბჭო "ოცნების" პოლიტიკური პენსიონერების თავშესაფარია

ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. 

"გუშინ, ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით მოწმე, რამდენად უმოქმედოა ხელისუფლება კრიზისულ ვითარებაში და რომ არა მეხანძრეების თავდადებული მუშაობა, შესაძლო ხანძრის შედეგი გაცილებით მძიმე ყოფილიყო. ეს იმ ფონზე, როდესაც მთავრობაში 3 წელია ფუნქციონირებს კრიზისების მართვის საბჭო. თუმცა, რას ემსახურება ეს უწყება დღემდე გაურკვეველია. 

რეალურად კრიზისების მართვის საბჭო წარმოადგენს "ქართული ოცნების" პოლიტიკური პენსიონერების  თავშესაფარს, რომლის შენახვაც ბიუჯეტს 3 500 000 ლარი უჯდება", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. 

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნევს, რომ კრიზისების მართვის საბჭო უნდა გაუქმდეს, გამოთავისუფლებული რესურსი კი შესაბამისი უწყებების გაძლიერებას მოხმარდეს.

გოცირიძე: "ოცნებას" სასაცილო წესი ჰქონია, სამდივნოს შეუძლია პარტიიდან ივანიშვილიც გარიცხოს

გოცირიძე: "ოცნებას" სასაცილო წესი ჰქონია, სამდივნოს შეუძლია პარტიიდან ივანიშვილიც გარიცხოს

11 საათის წინ

მისი თქმით, ეს ფაქტი ივანიშვილის დევნის კონტექსტში უნდა იყოს განხილული. "ქართულ ოცნებას ძალიან სასაცილო წესი ჰქონია. თურმე სამ კაცს შეუძლია პარტიიდან ნებისმიერი მისი წევრის გარიცხვა. ამის უფლება პარტიის ხუთკაციან სამდივნოს ჰქონია ხმათა...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126