ნაძალადევში სამი გზის დამჭერი კედლის მშენებლობა დასრულდა

ნაძალადევში სამი გზის დამჭერი კედლის მშენებლობა დასრულდა

მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში 7 გზის დამჭერი საყრდენი კედელი მოეწყო

ნაძალადევის რაიონში, ხევძმარის ქუჩაზე, ჯავის მე-3 შესახვევსა და ზედაზნის პირველ ჩიხში გზის დამჭერი საყრდენი კედლების მშენებლობა დასრულდა. სამივე პროექტის ღირებულება 125000 ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით განხორციელდა.

ხევძმარის ქ. #10-ში 19 მ სიგრძის და 5 მ სიმაღლის კედელი აშენდა. ჯავის მე-3 შესახვევის #11-ში აშენებული კედლის სიგრძე 18 მეტრია, ზედაზნის პირველ ჩიხში კი 6 მეტრიანი კედელი გაკეთდა.

მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში 7 გზის დამჭერი საყრდენი კედელი მოეწყო. წლის ბოლომდე კიდევ 5 კედლის მშენებლობაა დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კობახიძე: მაშინდელმა სამთავრობო ხელმძღვანელობამ შახტაზე სწორი პოზიციები არ გაგვატარბინა

კობახიძე: მაშინდელმა სამთავრობო ხელმძღვანელობამ შახტაზე სწორი პოზიციები არ გაგვატარბინა

16 ივლისი, 2018

"ეს ტრაგიკული შემთხვევა, თითოეული ჩვენგანის ტკივილია, კონკრეტული ზომებია მისაღები, რომ ასეთი შემთხვევები არ განმეორდეს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე მინდელის შახტაში მომხდარ...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126