სააკაშვილი: თუ ცუდად გამოვიყურები, ეს იმის ბრალია, რომ სარკეში იშვიათად ვიყურები

სააკაშვილი: თუ ცუდად გამოვიყურები, ეს იმის ბრალია, რომ სარკეში იშვიათად ვიყურები

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მას არ სურს რიგითი, ჩვეულებრივი პოლიტიკოსი იყოს, მისი თქმით, იგი ხალხის ნაწილია.

"იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ზედმეტად სერიოზულად ეკიდება საკუთარ თავს, ეს ცუდია და ყოველთვის ცუდად მთავრდება. თუ ვინმე ფიქრობს, რომ რაღაც კარგად ვერ გამოვიყურები, ეს იმის ბრალია, რომ სარკეში ხშირად არ ვიყურები. მე ვუყურებ გარშემო არსებულ სიტუაციას, ხალხსა და ფაქტებს.

ჩემი პირადი პრობლემის მოგვარება რომ მდომოდა, საქართველოში სრული ძალაუფლება მქონდა, ოლიგარქი არ გავხდი, შემეძლო მულტიმილიონერი გავმხდარიყავი, მაგრამ არაფრით მოვედი და იმაზე ნაკლებით წავედი, რამდენითაც მოვედი. მათი სისტემის ნაწილი მაინც არ გავხდი და ხალხის გვერდით დავდექი. არ მინდა რაღაც მნიშვნელოვანი, რიგითი პოლიტიკოსი ვიყო. მე ხალხის ნაწილი ვარ, თავისი სისუსტეებით", - აცხადებს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ივლისის ბოლოს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა. აღნიშნულის შესახებ შესაბამისი ოფიციალური განცხადება უკრაინის მიგრაციის სახელმწიფო სამსახურმა გამოაქვეყნა.

ტრამპმა ერდოღანს ამერიკელი პასტორის გათავისუფლებისკენ მოუწოდა

ტრამპმა ერდოღანს ამერიკელი პასტორის გათავისუფლებისკენ მოუწოდა

29 წუთის წინ

"სრული სირცხვილია, რომ თურქეთი პატივცემულ ამერიკელ პასტორ ენდრიუ ბრანსონს ციხიდან არ ათავისუფლებს. ის დიდი ხნის განმავლობაში მძევლად ჰყავდათ. ერდოღანმა რაღაც უნდა გააკეთოს და გაათავისუფლოს ეს შესანიშნავი ქრისტიანი, ქმარი და მამა ", -...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126